From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : სამინისტროს პოზიცია მაღალმთიანების კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით
Cc : tikhardziani@gmail.com
Received On : 15.10.2019 12:42

ქნ თამარ, ბატონო გიორგი,


ელ. მთავრობის N38576 ინიცირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.


ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, კარლო კოპალიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე, ზაზა პაპუაშვილი, სულხან მახათაძე, ალექსანდრე ერქვანია და კობა ნაკაიძე.


შინაარსი: პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, დანამატის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის - მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, მუნიციპალიტეტის ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, დანამატის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის - მიცემას.“



სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს შენიშვნები არ გააჩნიათ.


თუმცა ჩვენ (იურიდიული) ვფიქრობთ შემდეგს:  


უნდა აღინიშნოს, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ემსახურება მაღალმთიან რაიონებში, სპეციფიური პროფესიების მხარდაჭერას და ამ მიზნით სოციალური შეღავათების დადგენისას, აქცენტს აკეთებს კონკრეტულ პროფესიაზე - მასწავლებელი, მოცემული ცვლილებით კი პუნქტის შინაარსი ფართოვდება და გადამწყვეტი ხდება არა პროფესია, არამედ სამუშაო ადგილი (სკოლა), მიუხედავად პროფესიისა.

ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სხვა ანალოგიურ პირთა წრის (მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები) უკმაყოფილებას და მათზეც ანალოგიური შეღავათების გავრცელების მოთხოვნის კუთხით, რადგან კანონის დღეს არსებული რედაქცია, მსგავსად მასწავლებლებისა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც შეღავათებს ადგენს არა მათი სამუშაო ადგილების (სკოლა, საავდმყოფო) მიხედვით ადამეს მათი პროფესიების გათვალისწინებით - სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში ექიმი, ექთანი და არა სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პერსონალისთვის (მაგ. მენეჯერი, ბუღალტერი და ა.შ.)

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ მოცემული ინიციატივა კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს თანმდევი რისკების გათვალისწინებით და შესაბამისად, გაანალიზდეს მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები.




გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისთვის.


პატივისცემით,


ნათია ხმალაძე