From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
Subject : სამინისტროს პოზიცია მაღალმთიანებში ცვლილებასთან დაკავშირებით
Cc : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
Received On : 26.11.2018 13:33

მოგესალმებით კოლეგებო,


გაცნობებთ, რომ ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ატვირთულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანია სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული პირებისათვის შეღავათების დაწესება/გაფართოება.


მოცემული პროექტი დაგზავნილი იყო, რაზედაც შენიშვნები არ გამოთქმულა.


გიგზავნით ჩვენს მოსაზრებას აღნიშნულ პროექტზე და გთხოვთ თქვენს წინადადებებს დადებითი გავაგზავნოთ თუ გაიზიარებთ ჩვენს ხედვას.


პატივისცემით,

ნათია





პოზიცია #37851 წარმოებაზე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული საქართველოს პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის, გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის, რუსლან პოღოსიანის, ირაკლი აბუსერიძის და ზაზა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს:

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო მიერ მაღალმთიან დასახლებაში დაწესებულ სოციალური შეღავათების ჩამონათვალს ემატება შემდეგი: ,,სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, დანამატის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის - მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, მუნიციპალიტეტის ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, დანამატის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის - მიცემას.“

უნდა აღინიშნოს, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი (იმავე პუნქტი, რომელშიც შედის ცვლილება), მაღალმთიან რაიონებში, სპეციფიური პროფესიების მხარდაჭერის მიზნით, სოციალური შეღავათების დადგენისას, აქცენტს აკეთებს კონკრეტულ პროფესიაზე - მასწავლებელი, მოცემული ცვლილებით კი პუნქტის შინაარსი ფართოვდება და გადამწყვეტი ხდება არა პროფესია, არამედ სამუშაო ადგილი (სკოლა), მიუხედავად პროფესიისა.

ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სხვა ანალოგიურ პირთა წრის (მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები) უკმაყოფილებას და მოლოდინებს, მათზე ანალოგიური შეღავათების გავრცელების მოთხოვნით, რადგან კანონის დღეს არსებული რედაქცია, მსგავსად მასწავლებლებისა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც შეღავათებს ადგენს არა მათი სამუშაო ადგილების (სკოლა, საავდმყოფო) მიხედვით ადამეს მათი პროფესიების გათვალისწინებით - სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში ექიმი, ექთანი და არა სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალისთვის (მაგ. ფარმაცევტები, საზოგადოებრივი ჯანმრთლობის დაცვის სპეციალისტები, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები და ა.შ.)

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ვფიქრობთ, მოცემული ინიციატივა კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს თანმდევი რისკების გათვალისწინებით და შესაბამისად, გაანალიზდეს მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები.






Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge