| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | სარეაბილიტაციო ცენტრი_შალელაშვილი |
| Cc : | m.songulashvili@rambler.ru |
| Received On : | 25.07.2019 07:23 |
ბატონო გიორგი,
2019 წლის 17 ივლისს განცხადებით
მოგვმართა ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრმა (ჩვენ და
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’) ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის დამატებით
3 წლით გაგრძელების საკითხზე, რაც უკავშირდება შემდეგ გარემოებას:
ინფორმაცია 2017 წლის 02 ოქტომბერს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’ და ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრს’’ შორის,,შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო
ცენტრის მშენებლობის თაობაზე’’ გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე
• 2017 წლის 26 სექტემბრის 2002 საქართველოს მთავრობის განკარგულებით,
მოწონებული იქნა ერთის მხრივ, ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (შემდგომში ,,სამინისტრო“) და სსიპ - „სახელმწიფო ქონების ეროვნულ
სააგენტოს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება;
• ხელშეკრულებით, გამიზნული იყო სამინისტროს სარგებლობაში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (თბილისის ზღვის მიმდებარე ხეხილ-სანერგე მეურნეობა (ს.კ. 81.21.06.727), ფართობი 5710 კვ.მ), შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო
ცენტრის საქართველოს სახელმწიფოსათვის უსასყიდლო შექმნა;
• განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’ და ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო
ცენტრს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის თაობაზე’’;
• ხელშეკრულების საგანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ შექმნა, რისთვისაც ცენტრმა აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით , უსასყიდლოდ ააშენოს
თანამედროვე სტანდარტების სარეაბლიტაციო ცენტრი და აღჭურვოს იგი შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარებით, აპარატურით და საოფისე ინვენტარით.
• პროექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 3,500,000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
• ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობად განისაზღვრა სამინისტროსა და ცენტრს შორის მიღება-ჩაბარების აქტი სგაფორმებიდან 20 წლის განმავლობაში სახელმწიფომ არ უნდა გაასხვისოს სარეაბილიტაციო ცენტრი სხვა პირზე, თუ იგი არ იქნება შეთანხმებული მხარეთა შორის.
ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ცენტრი ვერ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ხელშეკრუილებით ნაკისრ ვალდებულებებს , სარეაბილიტაციო ცენტრი (დასრულებული ან
დაუსრულებელი ფორმით) გადაეცემა სახელმწიფოს ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალი და სახელმწიფო თავისუფლდება ნებისმიერი ნაკისრი ვალდებულებისგან.
• ხელშეკრულებით, ცენტრის შექმნის ვადად გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წელი (2019 წლის 2 ოქტომბერი);
• მოცემულ ეტაპზე, მხარის ინფორმაციით, განხორციელბულია 2.052.478.92 ლარის სამუშაოები და დარჩენილია სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვისა და მოწყობის ღონისძიებები, რისთვისაც მხარე ითხოვს ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივდეს დამატებით სამი წლით.