| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | atalakvadze@moh.gov.ge; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Subject : | სასწრაფოების გაერთიანება |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.09.2019 07:39 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც იცით მივიღეთ დავალება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ჩვენი სსიპ-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით, რაზედაც 2 დღის წინ გადმოგიგზავნეთ შესაბამისი პირველადი პროექტი.
ამის შემდგომ, გამოთქმულ იქნა რამოდენიმე წინადადება/მოსაზრება, რაც გულისხმობდა შემდეგს:
ა) იყოს შესაძლებელი, რომ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2020 წლის 1 იანვრამდეც, ვინაიდან ახალი წლები კრიტიკულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხრივ;
ბ) რომ პარალელურად, მიმდინარეობს მოპალარაკებები ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისების გადმოცემასთან დაკავშირებითაც, და რომ მნიშვნელოვანია მოხდეს პროცესების უწყვეტობასთან დაკავშირებით შესაბამისი შესაძლებლობების გაჩენა (მაგ. თანამშრომელთა უკონკურსოდ გადმოსაყვანად და ა.შ.)
გამომდინარე ამ მოცემულობიდან, გიგზავნით კორექტირებულ ვერსიას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმარტებითი ბარათის საფინანსო-ეკონომიკური ნაწილის გაშლა და შესაბამისი დასაბუთება, რისთვისაც საჭიროა მოხდეს მოცემული ნაწილის შეფასება და დამატებითი არგუმენტირება ციფრების დონეზეც.
პატივისცემით,
ნათია