• დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
• ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს.
• ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს.
• აღსანიშნავია, რომ პრემიერები უკვე მეორედ ხვდებიან. 2019 წლის ოქტომბერში, გიორგი გახარიას სომხეთში ვიზიტის დროს, ნიკოლ ფაშინიანთან განხილული იყო პრიორიტეტული ორმხრივი საკითხები, რომლებზეც დღესაც აქტიურად გრძელდება მუშაობა.
• საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რის შემდეგაც გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
• გიორგი გახარიამ თავის კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებული სამომავლო პერსპექტივები. ასევე, თანამშრომლობას ისეთი მიმართულებები, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება და სხვ.
• ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს, სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
• სომხეთის პრემიერის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ჩვენი მიზანია სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ.
• ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრემიერის ოფიციალური ვიზიტი, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დინამიკურად და პოზიტიურად განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
• ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.