From : გიორგი ხანიშვილი <George.Khanishvili@mepa.gov.ge>
To : emikabadze@moesd.gov.ge; i.begiashvili@mrdi.gov.ge; nzedgenidze@mes.gov.ge; mgiorgadze@mes.gov.ge; msarjveladze@justice.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject : სოფლის განვითარება
Cc : ეკატერინე ზვიადაძე <Ekaterine.Zviadadze@mepa.gov.ge>
Received On : 27.02.2019 11:18
Attachments :

მოგესალმებით კოლეგებო, 

გიგზავნით სოფლის განვითარების 2018-2020 წწ სამოქმედო გეგმის 2018 წლის მონიტორინგის ანგარიშს (იხ. ‘RDAP 2018 Draft Report.docx’).

როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 04.12.2017 წლის დაფინანსების ხელშეკრულებით (ENPARD Georgia III) გათვალისწინებული საბიუჯეტო დახმარების მეორე ტრანშის ცვლადი კომპონენტის (8.8 მლნ ევრო) ჩამორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი ინდიკატორების შესრულება და შესრულების შემოწმების ერთ-ერთი წყარო არის საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
 
ზემოაღნიშნული მონიტორინგის ანგარიშის გათვალისწინებით გთხოვთ, უზრუნველყოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 30.01.2019 წლის #984.01 წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაციის ასახვა თქვენი სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში (რომელსაც თვის ბოლომდე წარუდგენთ ფინანსთა სამინისტროს) თანდართული ნიმუშის შესაბამისად (იხ. ‘მაგალითი სოფლის განვითარების პროგრამაზე (აგროდაზღვევა).docx’)

ამასთანავე  გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ სოფლის განვითარების 2018-2020 წწ სამოქმედო გეგმის 2018 წლის მონიტორინგის ანგარიშში მოცემული 2018 წლის ინდიკატორებისა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი ბიუჯეტის ანგარიშის სოფლის განვითარების ნაწილი თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან.
 
ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ასევე გადაეგზავნა თითოეული სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.

დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.


პატივისცემით,

გიორგი ხანიშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

მარშალ გელოვანის გამზირი 6. 0159 თბილისი

6 Marshal Gelovani ave. 0159 Tbilisi

ტელ/Tel: +995 32 237 80 01