| From : | Nino Vardia <nvardia@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Ketibakaradze@gmail.com; tamaz.bestaev@gmail.com; mkimeridze@ssa.gov.ge; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; zviadzviadadze@yahoo.co.uk; Nino Ramishvili <ninramishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | სპეცკომისიის მე-2 სხდომის მასალა და შეთანხმება |
| Cc : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.01.2020 07:38 |
| Attachments : |
პატივცემულო კომისიის წევრებო,
გეგზავნებათ, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის სპეციალური შემადგენლობის 2020 წლის N2 სხდომის მასალა. (დოჩიევის გარეშე)
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იგი გაფორმდება N2 სხდომის გადაწყვეტილების სახით.
ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი აზრი გარდაცვლილი პაციენტებისთვის მიწოდებული სერვისების დაფინანსების თაობაზე (რა თქმა უნდა არსებული რეგულაციების შესაბამისად , ,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ დადებითი დასკვნის შემთხვევაში ):
-ასანაზღაურებლად წარმოდგენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად;
- ანაზღაურდეს მხოლოდ სამკურნალო ღონისძიებების, სამკურნალწამლო საშუალებების ხარჯების და პერსონალის ხელფასის მოცულობით , ხოლო კონკრეტულ შემთხვევებში, გადაწყვეტილება დაექვემდებაროს ინდივიდუალურ განხილვას . (აქამდე არსებული პრაქტიკა).
როგორც მოგეხსენებათ, ,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“ მხოლოდ ადასტურებს მიწოდებული სერვისების რეალობას და ექსპერტების დასკვნაზე დაყრდნობით მიუთითებს, იკვეთება თუ არა საფუძველი, პაციენტისთვის გაწეული მომსახურება ჩაითვალოს არაჯეროვნად ან/და არასრულად. სააგენტო არ მიუთითებს ასანაზღაურებელი თანხის მოცულობას. დოჩიევის შემთხვევაში მომსახურება ჩაითვალა ჯეროვნად და სრულყოფილად.
ანალოგიურ შემთხვევებზე გადაწყვეტილება დაეყრდნობა კომისიის წევრების ურთიერთშეთანხმებულ პოზიციას.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
ნინო ვარდია
მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზირი 144
e-mail: nvardia@moh.gov.ge
ტელეფონი:
სამსახური: 251 00 41(08-09);
მობილური: 577 27 27 00