| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | con spa gov ge <con@spa.gov.ge>; pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge> |
| Subject : | სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის შესყიდვა |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge> |
| Received On : | 30.08.2019 12:05 |
| Attachments : |
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს სხვადასხვა დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო შესყიდვა (შესასყიდი მედიკამენტის დასახელება, რაოდენობა და მახასიათებლები მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1).
სააგენტოს მიერ ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა, რომლის ფარგლებში, შემოთავაზება მივიღეთ მხოლოდ 2 მედიკამენტზე (შედეგები თან ერთვის). კერძოდ:
ა) ემიციზუმაბი - „F. Hoffmann‑La Roche Ltd“. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ემიციზუმაბის მწარმოებელს. ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდება მოხდება Incoterms-2010, CIP პირობის შესაბამისად, რაც სავსებით მისაღებია სააგენტოსთვის;
ბ) ფონ ვილებრანდის ფაქტორ-კონცენტრატი - ს/ს „კომპანია მედინსერვი“;
გ) ადალიმუმაბთან დაკავშირებით შემოთავაზება მიღებული არ ყოფილა და ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი პროცედურები, ადგილობრივი/უცხოელი მომწოდებლის მოსაძიებლად.
გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე ეტაპზე, ზემოხსენებული შესყიდვის ობიექტ(ებ)ის აგრეგირება სხვა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მოთხოვნებთან ვერ მოხერხდება, გთხოვთ, თქვენს თანხმობას აღნიშნული მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742