From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : con spa gov ge <con@spa.gov.ge>; print 2019 spa gov ge <print2019@spa.gov.ge>
Subject : ტონერიანი ქართრიჯების შესყიდვა - CPV30125100
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; zchanturia@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge
Received On : 20.09.2019 05:52
Attachments :

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“) NAT190005328 ელექტრონული ტენდერის შედეგების შესაბამისად, 2019 წლის 12 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება (N27010401/100) შპს „ლაზერჯეტთან“, საბეჭდი მოწყობილობების სახარჯი მასალის (ქართრიჯები) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 162 765 ლარს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა.

 

მიმდინარე ეტაპზე, გამოსაცხადებელია ხელახალი ტენდერი კარტრიჯების მიზნით, რომლის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა NAT190005328 ელექტრონული ტენდერის  ფარგლებში, საქონლის ნაწილის მოწოდების შემდგომ დარჩენილი ფულადი რესურსის (სატენდერო ეკონომიის გარეშე) გათვალისწინებით, რაც შეადგენს 68 765 (სამოცდარვა ათას შვიდას სამოცდახუთი) ლარს.

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ატვირთული შეტყობინების შესაბამისად, გთხოვთ, შეითანხმოთ ზემოაღნიშული მომსახურების შესყიდვის საკითხი.

 

გმადლობთ წინასწარ.

 

P.S. თქვენი ელექტრონული წერილის შესაბამისად (Subject: 2019 წლის 4 სექტემბრის #04/46944 წერილის თაობაზე; Wed 11-Sep-19 4:24 PM) ერთმანეთისგან გამიჯნულია კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შესყიდული პრინტერებისთვისა და მის ფარგლებს გარეთ შესყიდული პრინტერებისთვის განკუთვნილი კარტრიჯები. თუმცა, აქვე კიდევ ერთელ აღვნიშნავთ, რომ სააგენტოს მხრიდან, იდენტური რაოდენობის საქონლის შესაძენად, მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხა იქნება 243 086.67 ლარით მეტი.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742