From : Gogita Todradze <gtodradze@geostat.ge>
To : njavakhadze@mia.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; gsakhokia@gov.ge; Shgogoladze@mes.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge; n.gagua@mof.ge; george.khanishvili@mepa.gov.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; msarjveladze@justice.gov.ge; archilm@nbg.gov.ge
Subject : უწყებათაშორისო საბჭოს სხდომა
Cc : Salome Odisharia <salome.odisharia@undp.org>; Natalia Shatirishvili <n.shatirishvili@weg.ge>; Ana Kvernadze <ana.kvernadze@undp.org>; boris ezugbaia <bezugbaia@geostat.ge>
Received On : 21.10.2019 07:20
Attachments :

 

პატივცემულო საბჭოს წევრებო,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია,   საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის #189 დადგენილების  „2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართა უწყებათაშორისი საჭოს პირველი სხდომა, რომელზეც მოწონებულ იქნა 2020-2023 წლის ოფიციალური სტატიტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის კონცეფცია. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, საბჭოში წარმოდგენილი უწყებების თანამშრომელთა მონაწილეობით.

 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, 2019 წლის 29-30 ივლისს კაჭრეთში, ხოლო 5-6 სექტემბერს ბორჯომში, გაიმართა სამუშაო ჯგუფების გაფართოებული შეხვედრა, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.  სამუშაო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევდა საქსტატი.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად შემუშავდა:

 

·      „2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის“ პროექტი (დანართი 1);

·      2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი (დანართი 2);

·      2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების გეგმის პროექტი (დანართი 3);

 

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების განხილვის და მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, 2019 წლის 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქსტატის ცენტრალურ ოფისში (თბილისი, ც.დადიანის ქ.#30, მესამე სართული) გაიმართება უწყებათაშორისი საბჭოს მეორე სხდომა (დღის წესრიგი თან ერთვის), სადაც გაკეთდება სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია.

 

პატივი მაქვს მოგიწვიოთ აღნიშნული უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელზეც თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

 

გიგზავნით სტრატეგიის დოკუმენტის პროექტს და სამოქმედო გეგმას.

 

გთხოვთ  სხდომაზე თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

 

გოგიტა თოდრაძე

აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი

ცოტნე დადიანის ქ. 30

თბილისი, 0180

595 11 50 66

2 36 72 13