From : Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ფოთის ჰოსპიტალი
Cc : George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>
Received On : 18.04.2020 13:36
Attachments :

ქალბატონო თამარ, ბატონო გიორგი მოგესალმებით,

 

მოგეხსენებათ რომ სს ევექსი ჰოსპიტლები - ფოთის ჰოსპიტალი, განსაზღვრულია ,,ცხელების ჰოსპიტლად“.  იგი 30 მარტიდან ჩართულია ამ პროცესში და გეოგრაფიული არეალი რომელსაც აღნიშნული კლინიკა ფარავს მოიცავს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ გურიას და ფოთის მიმდებარედ არსებულ აჭარის ა/რ-ის დასახლებული პუნქტებსაც.

 

ინფექციური კონტროლის ღონისძიებებიდან გამომდინარე, ჰოსპიტალმა თანდათან შეზღუდა სხვა პროფილის პაციენტების მიღება, ამასთან  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აპრილის N253 დადგენილებთ კლინიკის პროფილად განსაზღვრულია  მხოლოდ ცხელებიანი პაციენტების ტრიაჟი, COVID დადასტურებული შემთხვევების COVID ჰოსპიტლებში რეფერალი და უკუგდებული შემთხვევების სხვა ზოგადი პროფილის ჰოსპიტლებში გადაყვანა.

 

პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენი კომპანიის მზაობას მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში და გვინდა, რომ რამოდენიმე საკითხს შევეხოთ, რაც უშუალოდ პაციენტთა უწყვეტ და უსაფრთხო სამედიცინო მომსახრებასთან არის კავშირში და ასევე ფოთის ჰოსპიტალის შეუფერხებელ ოპერირებას უკავშირდება:

 

  1. არ არის ნათელი PPE საშუალებებზე რა დახმარებას გვიწევს სამინისტრო და ეს საკითხი ბაზარზე არსებული დეფიციტის პირობებში ძალიან კრიტიკულია;
  2. აუცილებელია ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ბრიგადების ინფორმირება, რომ არაცხელებიანი პაციენტების გადაყვანა პირდაპირ განხორციელდეს უახლოეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
  3. ცხელების ჰოსპიტლების საწოლფონდის მობილიზების საფუძვლად მიჩნეულია სამინისტროს მითითება, ბუნებრივია ჩვენ აღნიშნული მითითება როგორც კი მივიღეთ (30 მარტი) დაუყოვნებლივ დავიწყეთ ცხელების კლინიკის სტატუსით ოპერირება, თუმცა დღემდე ღიაა კლინიკის დაფინანსების საკითხი, რაც სამედიცინო პერსონალთან შრომით ურთოერთობებზე კომუნიკაციას ართულებს და მძიმე ტვირთად აწვება ჰოსპიტალს, რომლის საოპერაციო ხარჯები დღითი დღე იზრდება დამატებითი უსაფრთხოების ზომების საჭიროების გამო.

 

სამივე ეს საკითხი ამ პროცესის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განხორციელებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, დაფინანსების საკითხზე თქვენგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამშაბათს, 21 მარტს უნდა გამოქვეყნდეს მთავრობის დადგენილება, რომელიც უკანა თარიღით შევა ძალაში, რაც შეეხება პირველ 2 საკითხს, მნიშვნელოვანია რომ მოგვწეროთ სამინისტროს პოზიცია, რომ ორივე მხარე ვიყოთ დარწმუნებული, პაციენტთა უწყვეტ და უსაფრთხო მომსახურებას არ შეექმნება არანაირი რისკები.

 

 

Best Regards,

 

 

Ekaterine Kavtaradze, MD, MPharm, MBA

 

Deputy Director of EVEX Hospitals

 

142  A. Beliashvili Str. Tbilisi 0159, Georgia

T  +995 32 2 55 05 05 (5104)  M +995 577 41 10 10

E_mail: Ekavtaradze@evex.ge

www.evex.ge

 

cid:image001.png@01D526CC.25260450

 

cid:image007.png@01D28165.4E0D4C20cid:image009.png@01D28165.4E0D4C20cid:image010.png@01D28165.4E0D4C20cid:image011.png@01D28165.4E0D4C20