მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, სამუშაო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვებაზე. ამ ეტაპზე, დაგეგმილია გაფართოვება ოფთალმოლოგიური, კერძოდ, გლაუკომის მიმართულებით. შედგა ერთი სამუშაო შეხვედრა სამუშაო ჯგუფის წევრებისა და ექსპერტ ოლეგ გოლოვაჩოვის მონაწილეობით. გამოიკვეთა გლაუკომის სამკურნალო 6 ფარმაკოლოგიური ჯგუფი, და ექსპერტის წინადადებით, ამ ეტაპზე შეჯერებულ იქნა პოზიცია პროსტაგლანდინების ჯგუფისა და კომბინირებული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ. მოსაძიებელია ინფორმაცია აღნიშნული მედიკამენტების წლიური რეალიზაციის და სავარაუდო ფასების შესახებ, რაზედაც ააიპ-ს ვთხოვთ დახმარებას.
გიგზავნით შეხვედრის შემაჯამებელი ოქმის (N4) პროექტს (აკლია შესასყიდი რაოდენობები).
გთხოვთ, გაეცნოთ და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები დასმულ საკითხებთან მიმართებით.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110