From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : igobejishvili@ssa.gov.ge
Subject : ქრონიკული მედიკამენტები
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Levan Gogodze <lgogodze@gmail.com>; lgogodze@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge
Received On : 23.07.2019 05:26
Attachments :
PSP.PDF Gefa.pdf

დილა მშვიდობისა, პატივცემულო კოლეგებო!

 

გაცნობებთ, რომ ა. წ. 22 ივლისის 18 საათზე ამოიწურა, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზოგიერთი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ბაზრის კვლევის ვადა.

 

კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტები:

 

ü  Enalapril maleate - 20 მგ ტაბლეტი;

ü  Amlodipine - 5 მგ ტაბლეტი;

ü  Clopidogrel - 75 მგ ტაბლეტი.

პოტენციურ მიმწოდებლებს უნდა დაეფიქსირებინათ: (ა) ერთეულის ღირებულება; (ბ) წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი; (გ) საქონლის მოწოდების ვადები.

 

პასუხად მივიღეთ მხოლოდ შპს „პსპ ფარმას“ შემოთავაზება, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს. გარდა ამისა, სს „გეფამ“ მოგვწერა, რომ: „კომპანია ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნილი მედიკამენტების მოწოდებას და შესაბამისად განფასებას“.

 

ქალბატონო ირინა,

გთხოვთ, განიხილოთ - რამდენად მისაღებია პოტენციური მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული შემოთავაზება.

 

გმადლობთ წინასწარ.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742