From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : con spa gov ge <con@spa.gov.ge>; pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Subject : ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Received On : 30.08.2019 11:19
Attachments :

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით ინფორმაციას, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ.

 

ამასთანავე გაცნობებთ, რომ:

 

1. ფაილში - „Qron_Cxrili_1_30.08.19“ მოცემულია მედიკამენტები, რომელთა ამა თუ იმ მეთოდით შესყიდვის საკითხზე, მიღებულია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინასწარი თანხმობა.

 

ამავე ცხრილის N2, N6 და N8 (პირველი ნაწილი) პოზიციებზე, ელექტრონული ტენდერების გამოცხადება დაგეგმილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ და შესაბამისი არგუმენტაცია მოცემულია გრაფაში - „შენიშვნა“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს თანხმობას შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით:

 

ა) ამიოდარონი 200მგ - 803 040 ტაბლეტი;

ბ) პერინდოპრილ/ამლოდიპინი 8მგ/10მგ ან 10მგ/10მგ - 2 731 950 ტაბლეტი;

გ) მეტფორმინი 1000მგ - 1 500 000 ტაბლეტი.

 

2. ფაილში - „Qron_Cxrili_2_30.08.19“ მოცემულია მედიკამენტები, რომელთა შესყიდვის თაობაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის სახეზე.

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილება მოგვაწოდოთ შესაძლო მოკლე ვადაში.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742