მოგესალმებით,
გიგზავნით სამუშაო ჯგუფის მეორე შემაჯამებელი ოქმის პროექტს, რომელშიც გათვალისწინებულია თქვენი შენიშვნები და წინადადებები.
ოქმი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ანტიაგრეგანტების (კარდიომაგნილი) დამატება
2. სტატინების (ატორვასტატინი განსახვავებული დოზებით) დამატება
3. პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტების (ნაკომი და მადოპარი) დამატება
4. ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების (Valproate Sodium+ Valproic Acid, Carbamazepine, Levetiracetam, Lamotrigine) დამატება
ასევე, გათვლილია მედიკამენტების შესასყიდი რაოდენობები:
1. გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტების შემთხვევაში, შეთანხმდა მედიკამენტები შესყიდულ იქნას საშუალო წლიური რეალიზაციის 30%-იანი ოდენობით
2. პარკინსონის შემთხვევაში, 1000 პაციენტისთვის განისაზღვრა მედიკამენტების წლიური საჭიროება ნაკომი/მადოპარი 80%/20% პროპორციით, ხოლო პირველ ეტაპზე შესასყიდად გამოითვალა ამ რაოდენობის 30%
3. რაც შეეხება ეპილეფსიას, შესასყიდი რაოდენობების საკითხი ამ ეტაპზე არის ღია და სასწრაფოდ შესათანხმებელი. ოქმში მოყვანილია ააიპ-ის მოსაზრება (რითაც ისინი ეთანხმებიან ს. კასრაძის გათვლებს), რომ ტენდერი გამოცხადდეს მგ-ზე და არა აბებზე. მათ მიერ მოწოდებულია საშუალო წლიური რაოდენობები მილიგრამებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატენდერო ტექნიკური დავალებებისთვის ჩასაშლელი იქნება რომელი ფორმა (რა დოზებით) უნდა შეისყიდოს სააგენტომ და რა რაოდენობით.
ქალბატონო სოფიო (კასრაძე), გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია ააიპის წინადადებასთან დაკავშირებით და ასევე, დაგვეხმაროთ ოქმის ბოლო ცხრილის (ცხრილი შესავსები) შევსებაში მოცემული მედიკამენტების (დოზების შესაბამისად) წლიური საჭიროების განსაზღვრით.
სამუშაო ჯგუფის წევრებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ოქმი ჩაითვლება შეთანხმებულად და აიტვირთება მოხსენებითი ბარათით.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110