საღამო მშვიდობისა,
ვინაიდან საბოლოოდ გადაწყდა პულმიკორტის და ალბუტეროლის სოფლის ექიმებისთვის გადაცემა დასაზუსტებელია რამოდენიმე საკითხი:
დღეის მდგომარეობით პსპ–ში განთავსებულია 4237 ცალი პულმიკორტი, საერთო ღირებულებით 13 855 ლარი. აქედან 1267 ცალს მოქმედების ვადა ამოეწურება 31 დეკემბერს და გახდება გასანადგურებელი. 2018 წლის დეკემბრის თვეში, გაიხარჯა 720 ერთეული (თბილისის გარდა, თერჯოლა, ხონი,საჩხერე,ზუგდიდი,თელავი, ბათუმი) . შედარებით უკეთესი ვადით გვრჩება 2970 ცალი, თუმცა მასაც ამოეწურება ვადა 2019 წლის 31 იანვარს. თუ ყველა სოფლის ექიმს თანაბრად უნდა გაუნაწილოთ უნდა გადავცეთ 1 ცალი და დარჩენილი რაოდენობა დაგვრჩეს ვადის გასვლამდე. თუ 2 ცალს გადავცემთ, ყველას არ შეხვდება და რა პრინციპით უნდა ავარჩიოთ ექიმები. ასევე რამდენი ცალი უნდა დავიტოვოთ აფთიაქებში, ისე რომ გაიხარჯოს ვადის გასვლამდე.
რაც შეეხება ალბუტეროლს, დღეის მდგომარეობით პსპ–ში განთავსებულია 19 399 ცალი, საერთო ღირებულებით 42 872 ლარი. სრულ რაოდენობას ვადა ეწურება 31 იანვარს და ვინაიდან ხარჯვა აფთიაქებში ფაქტიურად არაა და აღნიშნულ მედიკამენტს თავისუფლად ანაცვლებს სალბუტამოლი შესაძლებელია სრულად განაწილეს სოფლის ექიმებში, თუმცა ორივე მედიკამენტის გადაცემის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. დრო მედიკამენტის გადაცემიდან გახარჯვამდე ძალიან მცირეა და არის იმის ალბათობა, რომ სოფლის ექიმებს დარჩეთ ვადაგასული მედიკამენტი.
რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს:
პროგრამულად ყველა მედიკამენტი უნდა მობრუნდეს პსპ ბაზაში და იქიდან მოხდეს ჩამოწერა (რაც ელექტრონლ სისტემაში აისახება როგორც ჩამოწერლი საქონელი და ნაშთი აისახება ნულით), ვინაიდან ბაზაში სოფლის ექიმები ვერ მოხვდებიან მათზე რომ შეგვეძლოს გაწერა, თუნდაც ტექნიკურად მოვახერხოთ, სოფლის ექიმები ვეღარ შეძლებენ არაპროგრამული ბენეფიციარის პროგრამაში რეგისტრაციას და მათზე გაწერას. შესაბამისად მათ მედიკამენტები უნდა გადაეცეთ მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე.
აღნიშნული მიზნით უნდა გამზადდეს დაახლოებით 2000 ცალი მიღება ჩაბარების აქტი და მისაღები მედიკამენტის რაოდენობა. დაფასოვდეს და დარიგდეს სად? სააგენტოს ფილიალებში? როდის? რამდენ დღეში შევძლებთ გადანაწილებს? ამის შემდგომ ყველა ექიმი ვალდებული იქნება რომ მივიდეს და წაიღოს? უარი რომ თქვას? რომ თქვას რომ მივა და არ მივიდეს? რომ ნახოს ვადა და არ წაიღოს? რომ თქვას რომ ნებულაიზერი არ აქვს და აზრი არ აქვს წაღებას? უნდა ვაიძულოთ წაღება?იდიალურ ვარიანტში ეს მედიკამენტები ყველა ექიმს ექნება სავარაუდოდ 15 იანვარს და ძალინ მცირე დრო რჩება მათ გასახარჯად. თუ ვერ გახარჯეს ამ შემთხვევაში ყველაფერს უკან ვიბრუნებთ? ელექტრონულ პროგრამაში როგორ უნდა ავსახოთ? თუ არ მოვიბრუნებთ განადგურება ვისი ვალდებლება იქნება?
პატივისცემით,
ირინა გობეჯიშვილი
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
მობ: 599 22 59 82