| From : | tariel ishkhneli <tishkhneli@ssa.gov.ge> |
| To : | lgogodze@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; tmeliqidze@yahoo.com; gtsotskolauri@moh.gov.ge |
| Subject : | შეთანხმება ერითროპოეტინის შესყიდვის თაობაზე |
| Cc : | zpipia@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge |
| Received On : | 25.05.2020 12:43 |
მოგესალმებით კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის № 04-21994 მოხსენებითი ბარათით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, ეკონომიკურმა დეპარტამენტმა 2020 წლის 07 მაისს პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში, ერითროპოეტინის (500,000,000 ს/ე) შესყიდვასთან დაკავშირებით გამოაცხადა ბაზრის კვლევა, რომლის თანახმად მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად პირობებს:
1. შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართში აღნიშნული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ
ან/და
2. წარმოდგენილი უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP), გაცემული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართში აღნიშნული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ ფარმაცევტული პროდუქტი დაშვებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ბაზარზე;
3. ფარმაცევტული პროდუქტი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი შეფუთვით;
4. წარმოდგენილი უნდა იქნას სამკურნალო საშუალების საქართველოში რეგისტრაციის მოწმობა;
5. წარმოდგენილი უნდა იქნას მედიკამენტის ხარისხის სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
6. წარმოდგენილი უნდა იქნას მედიკამენტის წარმოშობის სერთიფიკატი;
7. წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადის შეასხებ;
8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამკურნალო საშუალების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვით, ცივი ჯაჭვის პრინციპების (საჭიროების შემთხვევაში) შესაბამისად.
ამასთან, 2019 წლის 10 დეკემბრის № 04-21994 მოხსენებითი ბარათის მიხედვით ერითროპოეტინი დასაშვებია როგორც მზა შპრიცის (შიგთავსი 2000 ს/ე), ასევე ფლაკონების სახით (შიგთავსი არაუმეტეს 10 000 ს/ე)
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიების მიერ შემოთავაზებულ იქნა ფარმაცევტულ პროდუქტზე რადიკალურად განსხვავებული ფასები, კერძოდ:
· კომპანიის - Roche Georgia LLC -ს მიერ შემოთავაზებულ იქნა ერითროპოეტინი საერთაშორისო ერთეულის ფასი 0,004 აშშ დოლარი (წარმოშობის ქვეყანა -შვეიცარია, მწარმოებელი-როშ ფარმა, ბრენდული დასახელება - რეკორმონი, მზა ნემსი კანქვეშა შეყვანისთვის 2,000 ს/ე შიგთავსით), მთლიანი ღირებულება - 2,000,000 აშშ დოლარი (დღევანდელი კურსით 2,000,000X3.1916=6,383,200 ლარი).
· ხოლო, კომპანია - ავერისის მიერ შემოთავაზებულ იქნა ერითროპოეტინი საერთაშორისო ერთეულის ფასი 0,002125 აშშ დოლარი (წარმოშობის ქვეყანა -არგენტინა, ბრენდული დასახელებია - HEMAX, ფლაკონი 4,000 ს/ე შიგთავსით), მთლიანი ღირებულება - 1,062,500 აშშ დოლარი (დღევანდელი კურსით 1,062,500 X 3.1916=3,391,075 ლარი, რაც 2,992,125 ლარით ნაკლებია Roshe -ს შემოთავაზებაზე, თუმცა აღნიშნული ფამაცევტული პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს ბაზრის კვლევის პირობების 1, მე-2-ე და მე-4-ე პოზიციებს.
ასევე გაცნობებთ, რომ 2020 წლის 25 თებერვალს ერითროპოეტინის შესყიდვის მიზნით, ჩვენს მიერ, ზემოაღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა დაცვით, გამოცხადებულ იქნა ტენდერი საერთაშორისო ერთეულის სავარაუდო ღირებულებით 0,00162 აშშ დოლარი (გამოცხადების დღის კურსით 0,00162 X 2.8079=0.004588 ლარი), აღნიშნულ ტენდერში შედგა ვაჭრობა და გაფორმდა ხელშეკრულება შპს ანშენ ფარმასთან საერთაშორის ერთეულის ფასით - 0.0013 აშშ დოლარი (0.0013 X 2.8079=0.00366 ლარი).
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, 2019 წლის 10 დეკემბრის №04-21994 მოხსენებითი ბარათის, ბაზრის კვლევის შედეგებისა და 2020 წლის 25 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის გათვალისწინებით, ეკონომიკური დეპარტამენტი მზად არის ერითროპოეტინის (500,000,000 ს/ე) შესყიდვასთან დაკავშირებით გამოაცხადოს ტენდერი საერთაშორისო ერთეულის სავარაუდო ღირებულებით - 0.0013 აშშ დოლარი (დღევანდელი კურსის გათვალისწინებით 0.0013 X 3.1916=0.0041).
პატივიცემით
ტარიელ იშხნელი