| From : | tatia tsereteli <tatiatsereteli@gmail.com> |
| To : | gtsotskolauri@moh.gov.ge |
| Subject : | შეკითხვები - Tv პირველის |
| Received On : | 01.10.2019 11:57 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი, გიგზავნით Tv პირველში, ხვალინდელ ლაივთან დაკავშირებულ დეტალებს.
თათია ჩაფიჩაძე არის ჟურნალისტი - Tv პირველის, გადაცემა საქმიანი დილა
მხოლოდ თქვენ იქნებით სტუდიაში. 9:50 სთ.-ზე რომ იქ იყოთ და 10 სთ.-ზე შეხვალთ პირდაპირში. დრო იქნება 12 წთ საშუალოდ, მაქსიმუმ 15 წთ. პასუხების მიხედვით.
შეკითხვები და თემები რასაც შეხება:
გწერთ ჟურნალისტის მონაწერს
მის სტუმრობამდე მექნება ჩართა სადაც გამოტანილი მაქვს ყველა ძირითადი პარამეტრი ჯანდაცვის ბიუჯეტისა, სად რა იზრდება, რა მცირდება და ა.შ.
ამ ჩართვის მერე გადავალთ მასთან კითხვებით:
რაზე იქნება უმეტესად გათვლილი, ეს გაზრდილი დაფინანსებები სოციალური მიმართულებით რას მოხმარდება?
ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით რას გეგმავს სამინისტრო (მინისტრმა გუშინ თქვა რომ ამაზე მუშაობას აპირებს) ანუ ხედავთ თუ არა პრობლემას? იგივე სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ რომ მოსახლოების კმაყოფილების მაჩენებელი ამხელა დაფინანსების მიუხედავად დაბალია.
რამდნეიმე კონკრეტულ პროგრამას ჩავშლით, მაგ ცე ჰეპატიტის დაფინანსება 4 მლნით შემცირებულია, ასევე ქრონიკული მედიკემანტებიც განახევრებულია.
მოკლედ რა იცვლება და რა რატომ მცირდება ან იზრდება.
დამატებით გიგზავნით ჟურნალისტის მასალის ლინკს, სტუდიაში ყავს თამარ გაბუნია. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებთან დაკავშირებით. 19 ივლისი 2019 - https://www.bm.ge/ka/video/ras-nishnavs-ufaso-medikamentebis-programa/14343
გარდა ამისა ამ ბოლო დროს ქრონიკული მედიკამენტების კუთხით ყურადღებას ამახვილებენ ჟურნალისტები მედიკამენტების დეფიციტზე, დღეს იყო ნეტგაზეთიდან ჟურნალისტი, ქალბატონ ეკა ადამიასთან. ეკას პასუხი იყო რომ ეს არის ტენდერებთან დაკავშირებული პროცედურა, წინასწარ ზედმეტად დიდ მარაგს არ იღებენ, რადგან ვადა არ გაუვიდეს მედიკამენტს. თვითონ შესყიდვების გამარტივების პროცედურაზე კი მუშაობენ.
რაც შეეხება კვლევას, სავარაუდოდ გულისხმობს NDI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ჯანდაცვის ხარისხით კმაყოფილია (ძალიან კმაყოფილი 13% და ნაწილობრივ კმაყოფილი 58%) თუმცა მთავარი გამოწვევაა წამლების საფასური და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა ასევე სამედიცინო მომსახურების საფასური.