| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; zbokhua@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | შენობის შესახებ |
| Received On : | 31.12.2019 12:44 |
ქალბატონო თამარ,
ბატონო ზაზა,
ბატონო გიორგი,
ქალბატონო თინათინ,
მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
უნდა მოგაწოდოთ ახალი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გუშინ, ა.წ. 30 დეკემბერს შედგა ჩემი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან, მისი ინიციატივით. შეხვედრას ესწრებოდა მხოლოდ ქ-ნი მაია ცქიტიშვილი. ორივენი მაქსიმალურად მოტივირებულნი იყვნენ ცენტრის დასახმარებლად.
ბ-ნმა გიორგიმ შემოგვთავაზა ასარჩევად ორი ვარიანტი.
1. სახელმწიფო შეისყიდის და მფლობელობაში გადმოგვცემს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობას, რომელიც ააშენა დიღომში ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, როგორც მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება და ახლა მზადაა გაყიდოს იგი. ჩვენი ცენტრის პროფილის გათვალისწინებით საჭირო იქნება გარკვეული კორექტივების შეტანა (გადაკეთება), კერძოდ - ჩვენი სპეციფიკის სტანდარტებით გათვალისწინებული სავენტილაციო სისტემების დამონტაჟება და ჩვეულებრივი პალატების ნაწილის გადაკეთება ბოქსირებულ პალატებად. ბ-ნი პრემიერის თქმით, მთავრობა მზადაა ამაზე. სხვა მხრივ შენობა ძალიან კარგია, აშენებულია ძალიან მაღალი სტანდარტებით. ფართიც საკმარისია - 11800კვ.მ. არის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი 75 მანქანაზე.
ქ-ნმა მაიამ თავის მხრივ გვითხრა, რომ სასწრაფოდ გამოგვიყოფდა ექსპერტებს თავისი სამინისტროდან, რომლებიც დაგვეხმარებიან შენობის შეფასებაში და ჩვენთვის შესაბამისობის დადგენაში.
2. თუ ამ შეთავაზებაზე უარს ვიტყვით, მაშინ გაგრძელდება მიმდინარე პროექტირება და შემდეგ მშენებლობა ბელიაშვილის ქუჩაზე და თან დაჩქარებული ტემპით.
ჩვენ დეტალურად გავეცნობით (ექსპერტებთან ერთად) შემოთავაზებულ შენობას და ძალიან დიდი ალბათობით ალბათ დავთანხმდებით, რადგან შემოთავაზება ძალიან კარგი სჩანს. უფრო მეტიც, ბოლომდე არ გვჯერა, რომ ჩვენთვის ასეთ „საჩუქარს“ იმეტებენ. გასული ექვსი წლის მანძილზე ძალიან ბევრჯერ შეგვპირდნენ ყველაფერს და შემდეგ არაფერი არ გაგვიკეთეს. ამიტომ ამ შემოთავაზებასაც სიფრთხილით ვეკიდებით, მაგრამ ბ-ნი გიორგის დამოკიდებულება ჩვენი ცენტრის მიმართ და კატეგორიული ტონი გვაფიქრებინებს, რომ ამჟამად სახელმწიფომ შესაძლოა მართლა შასრულოს თავისი დაპირება. თუ ეს ასეა, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც, პაციენტებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.
რაც შეეხება ბ-ნი კურტანიძის ულტიმატუმს რეანიმაციის შენობის დანგრევაზე და მის უარს ჩვენი საქმიანობის გაგრძელებაზე, ბ-ნმა გიორგიმ გვითხრა, რომ ამ საკითხს ის მოაგვარებს და ჩვენ შეგვიძლია ამაზე არ ვიფიქროთ.
ჩვენ ძველი მწარე გამოცდილებით მაინც ფრთხილად ვართ, ვნახოთ რა იქნება.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე