| From : | Natia Arbolishvili <NArbolishvili@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | შეფასება |
| Received On : | 10.12.2018 13:02 |
| Attachments : |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის დეკემბერში მთავრდება სამინისტროს პროფესიულ მოხელეთა შეფასება.
2018 წლის 11 დეკემბრამდე თითოეული შესაფასებელი პროფესიული საჯარო მოხელე ვალდებულია უშუალო ხელმძღვანელს მატერიალურად (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) წარუდგინოს თვითშეფასება.
უშუალო ხელმძღვანელი, შეფასების საბოლოო ქულის დაწერამდე, ახდენს მოხელის საქმიანობის ანალიზს, ეცნობა მოხელის თვითშეფასებას. ამავდროულად, ინფორმაციას დასაწერი ქულების შესახებ აწვდის თავის ზემდგომ ხელმძღვანელს და იღებს მისგან უკუკავშირს. საბოლოო გადაწყვეტილებას შეფასების შესახებ იღებს უშუალო ხელმძღვანელი. მოხელესა და უშუალო ხელმძღვანელს შორის მიმდინარეობს შეფასების დიალოგი, შედეგად ივსება შეფასების ფორმა (იხილეთ დანართი), რომელსაც ორივე აწერს ხელს. ხელმძღვანელი, საჭიროების შემთხვევაში, მოხელესთან ერთად ახდენს მოხელის პროფესიული/პიროვნული განვითარების გეგმის შედგენას (იხილეთ დანართი). აღნიშნული პროცესის (შეფასება, განვითარების გეგმის შედგენა) განხორციელების ბოლოო ვადაა 2018 წლის 18 დეკემბერი.
2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, უშუალო ხელმძღვანელები ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოში წარადგენენ თავის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა მოხელის თვითშეფასების, შეფასების და პროფესიული განვითარების გეგმის სრულყოფილად შევსებულ ფორმებს, აგრეთვე შეფასებასთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტაციას (არსებობის შემთხვევაში).
იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი ან მოხელე იმყოფებიან შვებულებაში ან მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე, მათ შორის შეფასების საკითხებთან დაკავშირებული კომუნიკაცია (თვითშეფასების,შეფასების,განვითარების გეგმის ფორმების შევსება/წარდგენა/გაცნობა) ხორციელდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო შეფასების დიალოგი შესაძლოა განხორციელდეს ტელეფონის, ვაიბერის, სკაიპის , მესინჯერის და სხვა საშუალებებით.
შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხემლძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ბიუროს.
გთხოვთ, შეფასებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მოგვმართოთ hr სამმართველოს.
გისურვებთ წარმატებას!
პატივისცემით,
ნათია არბოლიშვილი
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის
მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 599 984649