| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | შეშის დარიგება |
| Cc : | tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 17.09.2019 06:32 |
ბატონო გიორგი, სოფელს ავირთული აქვს მასალა, რაზედაც გაგვაჩნია შემდეგი კომენტარი, თუ გაიზიარებთ ავუტვირთავთ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში №35214 წარმოებით ატვირთული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების II ხარისხის (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.
წარმოდგენილი განკარგულების პროექტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ პირებს უზრუნველყოფენ საშეშე ხე-ტყით. ჩვენი მოსაზრებით, განკარგულების პროექტი ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს რა იგულისხმება „სოციალურად დაუცველ პირებში“. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის ბენეფიტები (ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე) გაიცემა ამა თუ იმ სარეიტინგო ქულის მქონე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე, უპრიანია ამ შემთხვევაშიც დახმარება გაიცეს კონკრეტული სარეიტინგო ქულის მქონე ზემოაღნიშნულ ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოცემული საშეშე ხე-ტყით უზრუნველყოფა არ იქნება დამოკიდებული ბაზის მონაცემზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ტერმინი „სოციალურად დაუცველი“ შეიცვალოს სხვა რელევანტური ტერმინით (სოციალურად მოწვლადი ან რამე სხვ.)
პატივისცემით,
ნათია