| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | nkhmaladze@moh.gov.ge |
| Subject : | შიდა კვოტების საბჭოს შემადგენლობა - ბრძანება |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.06.2019 12:56 |
| Attachments : |
ძვირფასო ნათია,
გიგზავნით „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას.
მოგეხსენებათ, აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (გიორგი გახარია) საბჭოს თანათავმჯდომარეა.
წინასწარ შეთანხმების შესაბამისად, მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება საბჭოს მოწვევა საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა დავაზუსტო თუ იგეგმება უახლოეს პერიოდში ზემოაღნიშნულ ბრძანებაში საბჭოს თავმჯდომარის თაობაზე ცვლილების შეტანის საკითხი.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister