From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : შტატგარეშეების გაზრდის საკითხი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
Received On : 11.06.2020 06:20

მოგესალმებით კოლეგებო,


როგორც მოგეხსენებათ ინიცირებული გვქონდა რეგულირების სააგენტოსთვის და სოცმომსახურების სააგენტოსთვის შტატგარეების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ მოცემული საკითხები ფინანსთა სამინისტრომ არ დაავიზა, რის გამოც ჩავარდა შეთანხმების პროცედურები.


შემდეგომი ნაბიჯები: თუ თემა ისევ აქტუალურია, უნდა მოხდეს კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან არდაფიქსირების მოტივების გასარკვევად (დასაკორექტირებელია რამე, თუ რატომ არ დაავიზეს) და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს ან იგივე პროექტის ატვირთვა ან კორექტირება და შემდეგომ კორექტირებულის ატვირთვა, ან თუ პრინციპული უთანხმობაა მაშინ მასალებს დავაბრუნებთ წარმომდგენთან.


გთხოვთ შესაბამის კომუნიკაციას, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან.  აქვე, გაცნობებთ, რომ ელ.მთავრობის პროგრამაში საკითხების ნომრები გახლდათ შემდეგი:


ა) 18549 სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის N37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა იზრდება 100 ერთეულით)

 

ბ) 17859 - სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და საშუალო შრომის ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 15 ერთეულით.)



პატივისცემით,

ნათია





Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge