მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პეზიდენტის ადმინისტრაცია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან პარტნიორობით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ატარებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მაშტაბურ დასაქმების ფორუმს.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ამასთანავე, შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული შშმ პირები.
ფორუმებს დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საელჩოები, და ასევე სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები.
ღონისძიების მსვლელობა გაშუქდება მასმედიის საშუალებებით.
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე.
თარიღი : 3 დეკებერი;
დასაწყისი: 16: 00 საათი;
მისამართი: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114