From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ცვლილება შტატგარეშეთა რიცხოვნობაში
Cc : zbokhua@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 15.07.2019 11:39
Attachments :

ბატონო გიორგი,

 

ჩვენი სატელეფონო საუბრის შესაბამისად, გიგზავნით სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში -ცენტრი) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განკარგულებაში ცვლილების შეტანისთვის დასაბუთების კორექტირებულ ვერსიას, რომელიც შეეხება ორ საკითხს:

 

1.       ეს არის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოსა და პროფესიულ დაავადებათა ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების ხელშეწყობის“  პროგრამა, რომლის ფარგლებში ლაბორატორიის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა იზრდება 5 ერთეულით.  აღნიშნული გამოწვეულია, როგორც იცით, ქვეყანაში ტყვიით  ინტოქსიკაციით გამოწვეული პრობლემების  გადასაწყვეტად,  რომლის საჭიროება დადგა გასულ წელს  ჩატარებული (MICS) კვლევების შედეგად.  ამ საკითხზე  საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ’’ N 869 განკარგულება, რომლითაც შესაბამის უწყებებს დაევალათ ტყვიის პრობლემის  გადაწყვეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიებები უკვე აისახა ‘’2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილებაში, ასევე მიმდინარეობს მუშაობა გრძელვადიანი სამთავრობო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, ამ პროცესში ერთ - ერთი მნიშვნელოვანი და უმთავრესი კომპონენტია,  რომ  ცენტრის ბაზაზე  შეიქმნას ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საერთაშორისო ტიპის ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება ტყვიის  სისხლსა და ბიოლოგიურ პროდუქტებში კვლევა მასსპექტრომეტრიული მეთოდით და ასევე სავარაუდო წყაროების გამოკვლევა ტყვიის შემცველობაზე შენობის შიდა ნიმუშებიდან, როგორიცაა შენობის შიდა ჰაერი, მტვერი, სამშენებლო მასალები, საღებავები, საკვები პროდუქტები, ბავშვის  სათამაშოები, ცენტრალიზებული სასმელი წყალი და ა.შ. მოგეხსენებათ, რომ ლაბორატორიის შესაბამის აღჭურვილობაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გვიწევს გაეროს ბავშთა ფონდი საქართველოს ოფისი და ასევე იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი სხვა დონორებთან ერთად.

 

2.        მეორე, საკითხია  „უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის“  ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობის 3 ერთეულით გაზრდა. ეს დაკავშირებულულია  ქვეყანაში წარმოებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების უსაფრთხოებისა და ტრანსფუზიის გზით ინფექციების (აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები, სიფილისი) გადაცემის პრევენციასთან.    ამ დრომდე, ქვეყანა არ ფლობდა მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ სიმძლავრეებს, კერძოდ ნუკლეინის მჟავას ტესტირების (NAT) მეთოდზე დაფუძნებულ სისტემებს/აპარატურას და დღემდე დონორული სისხლის ტრანსფუზიის გზით გადამდებ ინფექციებზე კვლევა ხორციელდება სეროლოგიური მეთოდით.  ცენტრმა, მიმდინარე წელს, გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, შეისყიდა ორი ერთეული NAT აპარატი, რომელთა გამოყენებით ქვეყანაში პირველად მოხდება დონორული სისხლის ნუკლეინის მჟავას ტექნოლოგიით ტესტირება, რაც ბევრად შეამცირებს დონორის სისხლში ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების დეტექციის ფანჯრის პერიოდს და მნიშვნელოვნად გაზრდის სისხლისა და სისხლის კომპონენტების უსაფრთხოებას. 

ამ ტექნოლოგიების დანერეგვისათვის აუცილებელია სპეციალური ცოდნისა და უნარჩვევების პერსონალი, რომელთაც ექნებათ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ოპერირებისთვის საჭირო ცოდნა და კომპეტენციები.  აღნიშნული სპეციალისტების აყვანა მოხდება კონკურსების გზით და დაგეგმილია მათი გადამზადება, ტყვიის ლაბორატორიასთან დაკავშირებული პერსონალის  -  იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტის-ISS ლაბორატორიაში, ხოლო უსაფრთხო სისხლის  პროგრამის თანამშრომელთა შემთხვევაში - ევროკავშირის დაძმობილების ორწლიანი პროექტის (Twinning Project) ფარგლებში, მათ შორის პროქტის პარტნიორ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში/ქვეყნებში სტაჟირების გზით, ასევე, ლუგარის ცენტრის სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსის გამოყენებით.

 

ამ საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ მოვახდენთ დოკუმენტების ინიცირებას მთავრობის სხდომაზე წარსადგენად.

 

პატივისცემით,

            ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3