ქალბატონო თამარ და ბატონო გიორგი მოგესალმებით,
რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკები, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მოხვედრილია დანართ #2-ში, რომელიც გვავალდებულებს ცხელების მქონე პაციენტებისთვის საწოლფონდის სრულ მობილიზებას.
დღემდე ჩვენთვის უცნობია აღნიშნული სტაციონარების დაფინანსების მეთოდი. ბატონ გიორგი წოწკოლაურთან შეხვედრაზე, როდესაც გავიარეთ ზემოაღნიშნული კლინიკების ფინანსური მონაცემები, დადგინდა, რომ საწოლის თვითღირებულება შეადგენდა დაახლოვებით 120 ლარს. ამ თანხაში შედიოდა: კლინიკის ხელფასები, კომუნალური გადასახადები და საკანცელარიო ხარჯები. სხვა დანარჩენი ხარჯები (როგორც კლინიკის, ისე ქსელის ადმინისტრაციის) რჩებოდა ღიად.
რამდენადაც გამოვიდა კულუარული ინფორმაცია, 120 ლარის დაფინანსებას მიიღებენ ის კლინიკები, რომელთა საწოლფონდი შეადგენს 80-ზე მეტს, ხოლო ის კლინიკები, რომელთა საწოლფონდი არის 80-ზე ნაკლები, 1 საწოლზე მიიღებენ 100 ლარს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ჩვენი კლინიკების საწოლის თვითღირებულებაზე.
ასევე გასათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ თანამშრომლები მაღალი რისკის ზონებში ითხოვენ ანაზღაურების გაზრდას.
იმედს ვიტოვებთ, რომ ანაზღაურება 1 საწოლზე განისაზღვრება მინიმუმ 120 ლარით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას.
დიდი იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის.
პატივისცემით,
გიორგი ჭოხონელიძე
შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის გენერალური დირექტორი