From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Subject : „Gliclazide“-ს და „Clopidogrel“-ის შესყიდვის თაობაზე
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Received On : 02.09.2019 12:30
Attachments :

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გაცნობებთ, რომ „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „Gliclazide“-სა და „Levothyroxine sodium“-ის შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომ ტექსტში - „SPA“) მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000316) შედეგების შესაბამისად, გამარჯვებულად გამოვლინდა სს „გეფა“, რომელთანაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“), 2019 წლის 6 ივნისს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (N27030311/19-14; შემდგომ ტექსტში - „ხელშეკრულება“).

 

ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმწოდებელმა „Levothyroxine sodium“-ი მოგვაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვით, ხოლო რაც შეეხება 316 800 ტაბლეტ „Gliclazide“-ს, მისი მოწოდებისას შეიქმნა სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადასთან დაკავშირებული პრობლემები. სახელდობრ:

 

CON190000316 კონსოლიდირებული ტენდერის ტექნიკური დავალების 1.2. პუნქტში ატვირთული N2 დანართის (დანართი N2 (Gliclazide, Levothyrxine Sodium).xlsx), აგრეთვე, ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის ვადა, მოწოდების მომენტისთვის, უნდა იყოს არა ნაკლებ 18 თვისა. სს „გეფას“ მიერ, საქონელის შემოტანის მომენტისთვის, პროდუქტის ვარგისიანობის ვადა შეადგენდა ≈ 17 თვეს. ამდენად, სააგენტომ საქონლის მიღებაზე უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში გაპარულია მექანიკური შეცდომა - 3.1 პუნქტის თანახმად, „მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან შეადგენს არანაკლებ 12 თვეს“. აღნიშნულ პუნქტში არსებული ჩანაწერის გათვალისიწნებით, სს „გეფამ“ მოგვმართა წერილით (თან ერთვის) და გვთხოვა მიგვეღო „Gliclazide“, თუმცა, სააგენტომ კვლავ უარი განაცხადა 18 თვეზე ნაკლები მოქმედების ვადის მქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიღებაზე.

 

აქვე აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 316 800 ტაბლეტი წარმოადგენს 20 დღის მარაგს, ცენტრალურის საწყობი განაშთულია და დღეის მდგომარეობით აფთიაქების მომარაგება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული მარაგი (რაც დევს 118 აფთიაქეში) შეადგენს 1 თვეს, ჩვენთვის უცნობია რომელი აფთიაქი დაიტვირთება მეტად და რომელი ნაკლებად, შესაბამისად  შეუძლებელია შიდა გადატანების უზრუნველყოფა (თუ რომელიმე აფთიაქიდან წამოვიღებთ, რამდენიმე დღეიში ისევ შესატანი იქნება წარმოქმნილი დეფიციტის გამო), ამიტომ მისაღები 316 800 ტაბლეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი მარაგი, კი 2019 წლის 10 ნოემბრამდე ფაქტიურად ამოწურული იქნება (აქვე  გაცნობებთ, რომ მოსაწოდებელი ეს რაოდენობა, თავისი ვარგისოანობის ვადით დაიგეგმა 2019 წლის მაისის თვეში, როცა პროგრამაში ცვლილებები არ იგეგმებოდა).

 

პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობაა შექმნილი „Clopidogrel“-ის მოწოდებასთან დაკავშირებითაც. ამ მედიკამენტის შესყიდვის „SPA“-ს მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000194) შედეგების შესაბამისად, გამარჯვებულად გამოვლინდა სს „გეფა“, რომელთანაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“), 2019 წლის 2 მაისს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (27030311/19-6). აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 13 მაისის N3 საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: და - აქტ თა : 196 000 ებ 16 , - ებ 18 ე.

 

CON190000194 ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონლის რაოდენობა შეადგენდა 401 520 ტაბლეტს, რომლიდანაც 280 000 ტაბლეტი სს „გეფამ“ მოგვაწოდა საკონტრაქტო პირობების დაცვით. რაც შეეხება 121 520 ტაბლეტს, მისი ვარგისიანობის ვადა, მოწოდების მომენტისთვის, იყო 14 თვე და, შესაბამისად, სააგენტომ საქონლის მიღებაზე უარი განაცხადა.

 

ამასთანავე, ისევე როგორც „Gliclazide“-ის, ასევე „Clopidogrel“-ის მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საწყობი განაშთულია, მთელი საქართველოს მასშტაბით მარაგი შადგენს 5488 ტაბლეტს, როცა 1 თვის ხარჯვამ აგვისტოს თვეში შეადგინა 174 189 ტაბლეტი. მიმდინარე ეტაპზე მედიკამენტი დეფიციტურია და 121 520 ტაბლეტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მისი მარაგი კი ა/წ სექტემბრის ბოლოს ფაქტიურად მოსურული იქნება. (აქვე  გაცნობებთ, რომ მოსაწოდებელი ეს რაოდენობა, თავისი ვარგისიანობის ვადით დაიგეგმა 2019 წლის თებერვლის თვეში, როცა პროგრამაში ცვლილებები არ იგეგმებოდა).

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს შემდგომ მითითებებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742