From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : 14019
Cc : tikhardziani@gmail.com; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 21.04.2020 08:38

ბატონო გიორგი გიგზავნით ინფოს ამ საკითხთან დაკავშირებით:


14019 - ეკონომიკა - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების  შპს „მაუნთგრაუნდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.



სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში, „სააგენტო“) 25.03.2020 წლის N32021/ფ განცხადებით მიმართა შპს „მაუნთგრაუნდიმ“ (ს/ნ: 400184224) (შემდგომში „განმცხადებელი“) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, წარმოდგენილი განკარგულების პროექტის დანართ N1-ში მითითებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, 11 (თერთმეტი) ერთეული, ჯამში 698 159 (ექვსას ოთხმოცდათვრამეტი ათას ას ორმოცდაცხრამეტი) კვ.მ. მიწის ნაკვეთის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საპრივატიზებო თანხის, 210 000 (ორას ათი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და გამოთქვა მზადყოფნა, აღნიშნული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი)წლის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, N71.59.27.815; N71.59.27.817; N71.59.27.818; N71.59.27.684; N71.59.30.131; N71.59.30.129 და N71.59.30.138 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საერთო ფართობის არანაკლებ  80%-ზე მრავალწლიანი ნარგავების (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელი (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკების/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) გაშენება და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს)  ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის დამცავი მესერით უზრუნველყოფას) მოწყობა.

გ) „ბ“ პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 570 000 (ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება;

ამასთან, შპს „მაუნთგრაუნდი“ ვალდებულია, „ა-გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

ასევე, ხსენებული საპრივატიზებო პირობების გარდა, შპს „მაუნთგრაუნდი“ გამოთქვამს მზაობას, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე დამატებით სახელშეკრულებო პირობებად განისაზღვროს:

ა) წარმოდგენილი განკარგულების პროექტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:

ა.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა წარმოდგენილი წერილის დანართის შესაბამისად.

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

წარმოდგენილი განკარგულების პროექტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 7 ერთეული (ს/კ 71.59.27.811; ს/კ 71.59.27.815; ს/კ 71.59.27.817; ს/კ 71.59.27.818; ს/კ 71.59.27.819; ს/კ 71.59.27.826 და ს/კ 71.59.27.684.) 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, ხოლო ერთი ერთეული (ს/კ 71.59.27.778)  მიწის ნაკვეთი 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, იჯარის უფლებით გადაცემული აქვს შპს „მაუნთგრაუნდის“ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2016-2018 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოიჯარის მიერ „ქონებით“ სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენს 10496 (ათი ათას  ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარს.

განმცხადებელი სააგენტოში წარდგენილ კორესპონდენციაში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქონების ნაწილზე (ს/კ 71.59.27.778; ს/კ 71.59.27.811; ს/კ 71.59.27.819 და ს/კ 71.59.27.826) გაშენებულია ნუშისა და კაკლის ბაღები, განხორციელებული აქვს  1 074 000 (მილიონ სამოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ინვესტიცია და დასაქმებული ჰყავს 15 (თხუთმეტი) თანამშრომელი. კომპანია მაქსიმუმ 2 (ორი) წლის მანძილზე აპირებს განახორციელოს დამატებითი ინვესტირება, რის შემდეგაც მთლიანად გაშენებული იქნება 5 000 (ხუთი ათასი) კაკლისა და 23 000 (ოცდასამი ათასი) ნუშის ხე, რომელთა მოსავლიანობა იქნება 50 (ორმოცდაათი) ტონა კაკლისა და 180 (ას ოთხმოცი) ტონა ნუშის ნაყოფი. იმის გათვალსიწინებით, რომ  7 ერთეული; N 71.59.27.815; N 71.59.27.817; N 71.59.27.818;  N 71.59.27.684;  N 71.59.30.131; N 71.59.30.129 და N 71.59.30.138  საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დღესდღეობით აუთვისებელია,  მათზე საკუთრების უფლების მოპოვების (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ კომპანია შეასრულებს ზემოხსენებულ ვალდებულებებს (მათ შორის გააშენებს მრავალწლიან ნარგავებს, მოაწყობს ინფრასტრუტურას, განახორციელბს ინვესტიციას). ყოველივეს გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალისზრდისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 06.03.2020 წლის N01064 (სააგენტოს რეგისტრაციის მონაცემები: 06.03.2020წ., N25231/10) და მასზე თანდართული დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (06.03.2020 წლის N06/103) წერილებით გამოხატულია დადებითი პოზიცია აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 12.03.2020 წლის N01208 (სააგენტოს რეგისტრაციის მონაცემები: 13.03.2020 წლის N27823/10) და მასზე თანდართული დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის (12.03.2020 წლის N08/4927) წერილებით გამოხატულია დადებითი მოსაზრება 6 ერთეული მიწის ნაკვეთის  (ს/კ 71.59.27.778; ს/კ 71.59.27.811; ს/კ 71.59.27.815; ს/კ 71.59.27.817; ს/კ 71.59.27.818; ს/კ 71.59.27.819) პრივატიზებაზე, ხოლო 5 ერთული მიწის ნაკვეთის (ს/კ 71.59.27.826; ს/კ 71.59.27.684; ს/კ 71.59.30.131; ს/კ 71.59.30.129 და ს/კ 71.59.30.138) პრივატიზებაზე უარყოფითი მოსაზრება. დამატებით, სააგენტოში 2020 წლის 03 აპრილის N01474 (სააგენტოს რეგისტრაციის მონაცემები: 06.04.2020 წლის N34887/10) წერილით დამატებით წარმოდგენილია  საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დადებითი პოზიცია ხსენებული უძრავი ნივთების პრივატიზებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონისათვის და მათ შორის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის N15 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთების ნორმატიული ღირებულება შეადგენს 20 944.77 (ოცი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარს, ხოლო სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის სასაქონლო ექსპერტიზის 23.01.2020 წლის N000479120 და 30.01.2020 წლის N000631920 დასკვნების თანახმად, ამავე მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება შეადგენს 209 441 (ორას ცხრა ათას ოთხას ორმოცდაერთი)  ლარს.

ვინაიდან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სოფლის-მეურნეობის მიმართულებების განვითარება, აღნიშნული პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად მომზადდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მაუნთგრაუნდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.

 

 

პატივისცემით,

ნათია



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge


From: Natia Khmaladze
Sent: Tuesday, April 21, 2020 11:58 AM
To: Giorgi Tsotskolauri
Cc: tikhardziani@gmail.com; Marika Ghadua; Tea Kankia
Subject: ელ.მთავრობის საკითხები 21.04.20
 

მოგესალებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ.მთავრობის პროგრამაში არსებულ საკითხებს:


1. 14161 - ეკონომიკა - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ - სამტრედიის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 79 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N34.08.56.695) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემა.

2. 14163 - ეკონომიკა - "შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზის მიერ გასაფორმებელი შეთანხმებების თაობაზე"  ხელშეკრულებებში უნდა დადგინდეს ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ახალი ვადები.

ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს 2020 წლის 28 თებერვლის რიგით 30-ე სხდომაზე შპს  „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ (ს/ნ 204522436) დაევალა აღნიშნული ცვლილებების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფა.

3. 14202 - სოფელი - ,,ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი

4. 14264 - ფინანსები - საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს  გაფორმებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებისმდგრადი ურბანული ტრანსპორტის  საინვესტიციო პროგრამაფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს აზიის განვითარების ბანკს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს  გაფორმებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის  საინვესტიციო პროგრამა“ ფარგლებში სესხის თანხების ხელმისაწვდომობის პერიოდის და პროგრამის ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმებების ფარგლებში სესხების დახურვის თარიღების  2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე.

 

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე