From : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Gia Apkhazava <giaapkhazava@yahoo.com>; Dimitri Chkheidze <DChkheidze@ssa.gov.ge>; avasadze@ssa.gov.ge; anna tsiqarishvili (a.tsiqarishvili@gmail.com) <a.tsiqarishvili@gmail.com>
Subject : 184-ცვლილებები
Cc : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Ana Shikhashvili <ashikhashvili@moh.gov.ge>
Received On : 02.04.2020 15:12
Attachments :

კოლეგებო, მოგესალმებით,

გაცნობებთმ რომ მთავრობის N184 დადგენილების ადმინისტრირებისას წარმოიშვა რიგი პრობლემები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. შესაბამისად, ფუნქციურ დეპარტამენტთან ერთად მომზადდა ცვლიელბის პროექტი რომელიც ითვალისწინებს შემდეგი საკითხების დარეგულირებას:

1. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი- სოციალური აგენტი აღარ განახორციელებს ვიზიტს ოჯახში ბენეფიციარის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად. ამასთან, პროგრამის თანახმად, ზედიზედ  ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არდადასტურება იწვევს გასაცემლის შეწყვეტას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ოჯახებს, რომლებიც თებერვლის თვეში იყვნენ მიმღებები, მარტში შეჩერებული ჰქონდათ დახმარების მიღება და აპრილის თვეში სოციალური აგენტი ვეღარ მივა ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, განუახლდეთ დახმარების მიღება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (ბენეფიციარის გარდაცვალება, საზღვრის კვეთა);

2. მოქმედი რედაქციით საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა, რა დროსაც ხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება გარდაცვლილი ოჯახის წევრის თანხის გამოკლებით. გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზასთან შესაძლებელია ავტომატური გადაანგარიშება განხორციელდეს პირის სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების  ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაშიც და შესაბამისად, ჩავამატეთ ეს ცვლილება;

3. დადგენილების სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში თუ  ოჯახი არ შეასრულებს ვალდებულებებს,  თუმცა დავამატეთ „გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან  ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე.“;

4. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე იუსტიციის სახლები აღარ გასცემენ დაბადების მოწმობებს. შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულია ნორმა, რომლის თანახმადაც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით და დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობის პროგრამით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით სააგენტო ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებს, რაც სააგენტოს მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

 

გიგზავნით ზემოაღნიშნულ პროექტს და გთხოვთ, დამიდასტუროთ მისი ინიცირების საჭიროება და ხვალ გავაგზავნით მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

პატივისცემით,

 

 

Tatia Gvaramadze

 

Head of Social Protection Policy Division

 

Policy Department

 

144 Ak. Tsereteli ave., 0159

Tbilisi, Georgia

 (Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)

Mob: (+995577)222805

E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com