• ჩვენი ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებით, 2019 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 18 წლის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და 11.6% შეადგინა. უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2019 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 24.7 ათასით და 221.0 ათასი შეადგინა.
• აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაქირავებით დასაქმებულები აჭარბებდნენ თვითდასქმებულთა რაოდენობას. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 849.3 ათასი, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობამ 840.4 ათასი შეადგინა. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულთა რაოდენობას პირველად 2018 წელს გადააჭარბა.
• 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 32.7 ათასით და 204.8 ათასი შეადგინა. 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე ქალაქად შემცირდა 2.5 პროცენტული პუნქტით და 16.3% შეადგინა, ხოლო სოფლად 0.1 პროცენტული პუნქტით და 5.5% შეადგინა.
• 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში შესაბამისად 1.5 (12.0% შეადგინა) და 1.3 პროცენტული პუნქტით (9.6% შეადგინა).
• 2019 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 18 წლის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და 11.6% შეადგინა. უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2019 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 24.7 ათასით და 221.0 ათასი შეადგინა.