From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : ggakharia@gov.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; igaribashvili@mod.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; nturnava@moesd.gov.ge; etikaradze@moh.gov.ge; Levan.Davitashvili@mepa.gov.ge; Levan Davitashvili <davitashvili@gmail.com>; Ketevan Tsikhelashvili <ktsikhelashvili@smr.gov.ge>; vgomelauri@mia.gov.ge; dzalkaliani@mfa.gov.ge; g.liluashvili@ssg.gov.ge; nmezvrishvili@gov.ge; shtadumadze@pog.gov.ge; kkakhishvili@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; kakha kala <kakha4@gmail.com>; i.chikovani@gov.ge; ssubari@gov.ge; Misha@btu.edu.ge; mikheil dundua <mikhaeldundua@gmail.com>; Nino Giorgobiani <mianino81@gmail.com>; Mako M <makom1976@gmail.com>; Khatuna Ivanishvili <Ivanishvilikhatuna@gmail.com>; Davit Qwerty <dodikka@gmail.com>; Gabriel Tsulaia <gtsulaia@gmail.com>; smdinaradze@gmail.com; Eliso Khachapuridze <eliso.khachapuridze@gmail.com>; chkhaidze.nino3@gmail.com; sopo.papunashvili@gmail.com; Levan Karumidze <levankarumi@gmail.com>; emikabadze@moesd.gov.ge; dtvalabeishvili@moesd.gov.ge; asaghirashvili@moesd.gov.ge; garveladze@moesd.gov.ge; nalavidze@moesd.gov.ge; nenukidze@moesd.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; gpataridze@justice.gov.ge; atabatadze@justice.gov.ge; n.gagua@mof.ge; lasha.khutsishvili@mof.ge; giorgi.kakauridze@mof.ge; ts.kavlashvili@mof.ge; l.barnabishvili@mof.ge; mikheildundua@gmail.com; badri.maysuradze@gmail.com; bmaisursdze@mes.gov.ge; Levan Kharatishvili <lkharatishvili@gmail.com>; iabuladze@mes.gov.ge; g.vashakidze@mes.gov.ge; shgogoladze@mes.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; nmitskevich@mes.gov.ge; l.darsalia@mfa.gov.ge; m.ninua@mfa.gov.ge; v.makharoblishvili@mfa.gov.ge; a.khvtisiashvili@mfa.gov.ge; kh.totladze@mfa.gov.ge; Irakli.karseladze@georoad.ge; I.begiashvili@mrdi.gov.ge; M.giorgobiani@mrdi.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; zbokhua@moh.gov.ge; takhvlediani@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; ksabanadze@mia.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; ntsatsiashvili@mia.gov.ge; vbortsvadze@mia.gov.ge; i.chelidze@mia.gov.ge; George.Khanishvili@mepa.gov.ge; Iuri.Nozadze@mepa.gov.ge; Khatia.Tsilosani@mepa.gov.ge; Nino.Tandilashvili@mepa.gov.ge; Solomon.Pavliashvili@mepa.gov.ge; lchikovani@mod.gov.ge; rbregadze@mod.gov.ge; dsujashvili@mod.gov.ge; jburchuladze@mod.gov.ge; Badri@trialeti.ge; l.gigauri@smr.gov.ge; mayor@tbilisi.gov.ge; Irakli.khmaladze@tbilisi.gov.ge; i.bendeliani@tbilisi.gov.ge; m.bitadze@tbilisi.gov.ge; i.eloshvili@tbilisi.gov.ge; s.khuntsaria@tbilisi.gov.ge; katerinajojua@yahoo.com; manana toqma <mtoqma@gmail.com>; g_tkemaladze@yahoo.com; Giga Akhvlediani <g.akhvlediani1@gmail.com>; mdarchia@hotmail.com; ttaliashvili@hotmail.com; Kate Jokhadze <katejokhadze@hotmail.com>; lado55555@list.ru; Gogliko Muskhelishvili <muskhelishvili.g@gmail.com>; Rima Beradze <rimaberadze@gmail.com>; Shalva Ogbaidze <shalvaogbaidze@yahoo.com>; dutmelidze@gmail.com; IRI AZNAURI <irine.tskondia.90@mail.ru>; Beqa Davituliani <beqadavituliani@gmail.com>; tinatin nibloshvili <Tinatin.nibloshvili@gmail.com>; irakliz123@yahoo.com; Law Self-Government <giorgichakvetadze94@yahoo.com>; japaridze_L@yahoo.com; Tedo Isakadze <isakadzetedo@gmail.com>; Kukho Er <kuxoer@yahoo.com>; ankalashkhi9@gmail.com; Levan Zhorzholiani <levanzhorzholiani92@gmail.com>; Nino latsabidze <ninocityhall@gmail.com>; rezi sokhadze <rezisokhadze@gmail.com>; Giodoxa@yahoo.com; otar grigolia <grigolas86@gmail.com>; Nona Kandiashvili <nkandiashvili@gmail.com>; Irakli Kobakhidze <ikobakhidze@yahoo.com>; George Volski <giavolski@gmail.com>; Sophie Sopo <sophie_sopo@yahoo.com>; ikseso2005@yahoo.com; mamuka mdinaradze <mamuka@mdinaradze.com>; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia <adukakulia@yahoo.com>; Irakli Tripolski <tripolskiirakli@gmail.com>; ირაკლი აბუსერიძე <abu09@hotmail.fr>; Ilia Tsulaia <ilia@archi.ge>; მიხეილ ყაველაშვილი <mikheilkava@hotmail.com>; Zaza Gabunia <zazagabunia.zg@gmail.com>; Koba Kobaladze <k070707k@gmail.com>; ლევან კობიაშვილი <levankobiashvili@yahoo.de>; vlkakhadze@gmail.com; რომან მუჩიაშვილი <r.muchiashvili@gmail.com>; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი <dsongulashvili@adress.ge>; ირაკლი შიოლაშვილი <iraklishiolashvili@gmail.com>; Gela Samkharauli <g.samkharauli@gmail.com>; Ираклий Хахубия <I.khakhubia@gmail.com>; Otari Danelia <odanelia@gmail.com>; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia <irakliberaia@gmail.com>; Merab Kvaraia <kvaraiamerab@gmail.com>; ედიშერ თოლორაია <toloraia1978@gmail.com>; Goga Gulordava <gogagulordava@gmail.com>; Irakli Mezurnishvili <iraklimez@gmail.com>; გიორგი თოთლაძე <totladzegiorgi2016@gmail.com>; იოსებ მაკრახიძე <Iosebmakrakhidze@gmail.com>; პაატა მხეიძე <paatamkheidze@yahoo.com>; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი <g@bevrili.ge>; Gogi Meshveliani <gogi.meshveliani@gmail.com>; Kakha Okriashvili <kakha.okriashvili@gmail.com>; Tamaz Naveriani <Tamaz.naveriani67@gmail.com>; gocha enukidze <gochaenukidze@gmail.com>; Nino Tsilosani <n.tsilosani@vmk.ge>; Archil Talakvadze <atalakvadze@gmail.com>; Genadi Margvelashvili <gimargveli@gmail.com>; otto otto <dimitrimkheidze@gmail.com>; Elguja Gotsiridze <elguja.gotsiridze@chachava.ge>; Koba Lursmanashvili <koba.lursmanashvili@mail.ru>; shalvakiknavelidze@yahoo.com; grigol.mikeladze@mail.ru; aokhanashvili@parliament.ge; სულხან მახათაძე <Sulkhanmakhatadze82@gmail.com>; Tsotne Zurabiani <tsotnezurabiani@gmail.com>; Fati Khalvashi <fati.khalvashi@gmail.com>; Nukri Bejanidze <nukribejanidze@gmail.com>; ილია ნაკაშიძე <nakashidzeilia41@gmail.com>; gia kopadze <giakopadze07@gmail.com>; enzelmkoyan@gmail.com; Kakha Kuchava <kakha@kuchava.ge>; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze <ArchilKhabadze@gmail.com>; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni <idaseni58@gmail.com>; Dimitri Samkharadze <ditoimereli@gmail.com>; g.kakhiani@yahoo.com; Rati Ionatamishvili <rionatamishvili@gmail.com>; Sos Sos <otarchrdileli@gmail.com>; Endzela Matchavariani <endzela1964@gmail.com>; gio ben <giobn77@gmail.com>; Karlo Kopaliani <karlo.kopaliani@yahoo.com>; Gugili Magradze <gugulimagradze@yahoo.com>; ruslan pogosyan <pogosyanruslan@gmail.com>; mahir darziev <m.darziev@gmail.com>; sam.s.manukyan@gmail.com; Temur Kokhreidze <temoko7@gmail.com>; Davit Matikashvili <davit.matikashvili1@gmail.com>; george khatidze <gkhatidze@parliament.ge>; Lamia Gumbatova <ruslan.haciyev@yahoo.com>; gretalini@yahoo.com; ana gochashvili <anngochashvili@gmail.com>; koka kandiashvili <bbbbk777@gmail.com>; Lasha Natsvlishvili <lasha@me.com>; iraklikadagishvili@gmail.com; archil japaridze <a.japaridze72@gmail.com>; zviad.shalamberidze@imereti.gov.ge; tabatadzeshavlego@yahoo.de; amotserelia@gmail.com; nasaraiazurab@gmail.com; b.amiranashvili@s-j.gov.ge; giorgi.khojevanishvili@yahoo.com; sh.rekhviashvili23@gmail.com; shakokereselidze@yahoo.com; trijvadze@gmail.com
Subject : 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით
Received On : 10.12.2019 09:14

2020-ის ბიუჯეტი არის - „სოციალური პასუხისმგებლობისა და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი“, რომელიც მოქალაქეზეა ორიენტირებული და ზუსტად პასუხობს ქვეყნის უმთავრესი გამოწვევებს.


 ·         ქვეყნის ბიუჯეტი მილიარდ 100 მლნ ლარით იზრდება  და საქართველოს ისტორიაში პირველად, 14.4 მლრდ ლარს აჭარბებს! ეს გაზრდილი თანხები მთლიანად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს ხმარდება.


 ·         ბიუჯეტის შედგენაში ჩართული იყო მთელი პოლიტიკური გუნდი - პარტიის თავმჯდომარე, თითოეული დეპუტატი, მთავრობის თითოეული წევრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პოლიტიკოსები დადიოდნენ რეგიონებში, უშუალოდ ეცნობოდნენ მოქალაქეთა პრობლემებს, საჭიროებებს და ეს საჭიროებები მაქსიმალურად არის ასახული 2020-ის ბიუჯეტში.


 ·         2020 წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით დატვირთულია სოციალური პასუხისმგებლობით, რაც ეხებათ ბავშვებს, პენსიონერებს, მასწავლებლებს, სამართალდამცველებს, ჯარისკაცებსა და ექიმებს. ასევე, ბიუჯეტი ცალსახად ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე.


·         2020-ის ბიუჯეტით:

  

1.    პენსია იზრდება!

(ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირებისთვის პენსიის გაზრდას 20 ლარით. გარდა ამისა, 2020 წლის 1 ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების, ასევე I ჯგუფის შშმ პირებისთვის პენსია გაიზრდება დამატებით 30 ლარით, ანუ ამ ადამიანებს ჯამში პენსია გაეზრდებათ 50 ლარით.)

 

2.    მასწავლებლების ხელფასი იზრდება!

(სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე (150 ლარით), ასევე მომდევნო წელს (150 ლარით), შედეგად: 2020 წლის სასწავლო წლის დასაწყისში დღევანდელთან შედარებით მასწავლებლები 300 ლარით მეტ ხელფასს აიღებენ ასევე, ანაზღაურების ზრდა გაგრძელდება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვისაც.)

 

3.    ბაღის მასწავლებლების ხელფასები იზრდება საშუალოდ 100 ლარით!
( 2020 წლის 1 სექტემბრიდან)

 

4.      100 ლარით იზრდება სასწრაფოს და სოფლის ექიმების ხელფასები!
(2020 წლის 1 ივლისიდან)

 

5.    2020 წლის განმავლობაში ჯარისკაცები აიღებენ გაზრდილ ხელფასს (წელს მათ გაეზარდათ უკვე ხელფასები)

 

6.    პოლიციელების ხელფასი იზრდება არანაკლებ 125 ლარით!

(2020 წლის 1 ივლისიდან)

 

·         მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტის ეფექტიან აღსრულებას, მაქსიმალური ყურადღება მიექცევა, რათა არცერთი თეთრი არ განიკარგოს არაეფექტურად, უდანაკარგოდ მივიდეს ადრესატამდე და ბიუჯეტში გაწერილი ყველა ღონისძიება განხორციელდეს დადგენილ ვადებში.

·         რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია ქვეყნის ბიუჯეტი სრულად გაწვდეს დღეს არსებულ ყველა საჭიროებას, თუმცა, ჩვენმა მთავრობამ შეძლო და ეფექტიანად გაანაწილა რესურსები, ისე რომ დაცული იყოს ბალანსი უმთავრეს პრიორიტეტებს შორის.

·         2020 წლის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების სწორ პოლიტიკურ კურსს  და უმთავრეს პრიორიტეტებს, ესენია - მოქალაქეებზე ზრუნვა, მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, განვითარება და ეფექტიანობა.

 

 

 

ოპონენტების ბრალდებებზე, თითქოსდა 2020 წლის ბიუჯეტში პენსიების და ხელფასების ზრდა ვალის ხარჯზე მოხდა:

 

 

•           2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას 2 მთავარი მიზანი გვქონდა - სახელმწიფოს  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ეკონომიკური განვითარება. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა ბალანსით - ხარჯების სწორად გადანაწილების გზით და გარკვეული მიმართულებებით გაწეული ეკონომიის ხარჯზე.

 

•           პენსიების და ხელფასების ამგვარი ზრდა ნამდვილად იყო ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც სახელმწიფომ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეასრულოს და ეს მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. გარდა ამისა, ეჭვგარეშეა ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების აუცილებლობაც, რადგან სწორედ აქ არის ჩვენი მთავარი პოტენციალი.

 

•           ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ყველაფრის სრულად უზრუნველყოფა შეუძლებელია ვალის გარეშე. გარდა ამისა, ვალი სრულად მიიმართება მხოლოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

 

•           აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვალის აღება არ ხდება მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად - მიმდინარე შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე ხარჯებს. 2020 წელს მიმდინარე ხარჯების დაფინანსების შემდგომ 2,0 მლრდ ლარზე მეტი რესურსი რჩება, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვალს არ ვიღებთ მიმდინარე საჭიროებების დასაფინანსებლად.

 

•           რა თქმა უნდა, მსგავს საკითხებზე ოპონირება ყველა ქვეყანაში არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი  ოპოზიცია ძირითადად დაკავებულია მხოლოდ იმის უტიფარი მცდელობით, როგორმე შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები და აფიქრებინონ ხალხს, რომ თითქოს დამაზიანებელია ის რაც სინამდვილეში მხოლოდ სარგებლის მომტანია მათთვის.

 

•           რეალურად, როდესაც ვალის ზრდაზე ვსაუბრობთ, საჭიროა შევხედოთ მის მოცულობას ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში და უნდა კონტროლდებოდეს ხომ არ უახლოვდება სარისკო მაჩვენებელს; მოგეხსენებათ, 2020 წლის ბიუჯეტთან ერთად პარლამენტში წარდგენილია ვალის მდგრადობის ანალიზი მომდევნო 10 წლის პერიოდზე. ანალიზში ნათლად ჩანს, რომ დამატებითი საგარეო შოკების შემთხვევაშიც კი მთავრობის ვალი არ აღწევს სარისკო 60%-იან ზღვარს.

 

•           გარდა ამისა, ვალის კონტროლი შესაძლებელია ყოველწლიური საბიუჯეტო დეფიციტით. საბიუჯეტო დეფიციტი შენარჩუნებულია დაბალ ნიშნულზე და 2020 წლისთვის შეადგენს მშპ- 2,5%-.

 

 

 

დეტალური ინფორმაცია:


·         მომდევნო წლისთვის ბიუჯეტი საბოლოო ვერსიაში დაგეგმილია 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდის და 3,5%-იანი  მშპ-ს დეფლატორის პროგნოზებზე (საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად მოხდა  ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ყველა ფაქტორის განხილვა, მათ შორის, განხილულ იქნა მსოფლიო ეკონომიკის და ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ასევე, მოხდა გაზრდილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეფექტის გათვალისწინება).


·         სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის  20-ლარიანი ზრდა.  1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა;


·         მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოიყო 120,0 მლნ ლარიწელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები უკვე გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 150 ლარით გაიზრდება;


·         გაზრდილი ხელფასები, ასევე, გათვალისწინებულია პოლიციელების, სახანძრო-სამაშველო სამსახურების, ჯარისკაცების, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის.


·         2019 წელს ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებამ 2020 წლის ნაერთ ბიუჯეტს  დამატებით 175,0 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლები მისცა, საიდანაც 30,0 მლნ ლარი მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ხოლო 145,0 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა საბოლოო ვარიანტში განისაზღვრა 10 465,0 მლნ ლარის ოდენობით;




საგადასახადო შემოსავლებისა, წინა ვერსიასთან შედარებით 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში:


ü  გრანტების მოცულობა გაიზარდა 41,9 მლნ ლარით და შეადგენს 241,9 მლნ ლარს. გაზრდილი მოცულობიდან 40,0 მლნ ლარი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საბიუჯეტო დახმარების სახით გამოყოფილ გრანტს;


ü  სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 5,0 მლნ ლარით და შეადგენს 520,0 მლნ ლარს;


ü  პრივატიზაციის პროგნოზი იზრდება 10,0 მლნ ლარით და შეადგენს 130,0 მლნ ლარს;


ü  მიზნობრივი კრედიტების ხარჯზე საგარეო ვალის სახით მისაღები რესურსების მოცულობა გაზრდილია 12,3 მლნ ლარით საინვესტიციო პროექტების ნაწილში და შეადგენს 1 867,3 მლნ ლარს;



2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რესურსი, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით იზრდება 514,2 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 554,2 მილიონ ლარს.

ხარჯები:

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს

 

 

 

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია  შემდეგი ცვლილებები, მათ შორის:


ü  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა გაიზარდა 50,0 მლნ ლარით და შეადგენს 350 მლნ ლარს;


ü  5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები;


ü  5,3 მლნ ლარით გაიზარდა თეატრებისა და მუზეუმების დაფინანსება, რაც ითვალისწინებს იანვრიდან დასაქმებულთა ხელფასების ზრდას, საშუალოდ, 100 ლარის ოდენობით;


ü  2020 წელს განათლების სექტორში ჯამში დაიხარჯება, დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი, მათ შორის, 285,0 მლნ ლარი მოხმარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას;


ü  დამატებითი რესურსი გამოეყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტის საბოლოო ვერსიაში, მათ შორის 18,0 მლნ ლარი - მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის;


ü  პარლამენტის წინადადებების გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება გაიზარდა 200,0 ათასი ლარით, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება - 300,0 ათასი ლარით;


ü  მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება გაიზარდა 200,0 ათასი ლარით;