• 2020 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 10.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 262.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარში იმპორტი 4.0 პროცენტით გაიზარდა და 619.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო დეფიციტი 0.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 357.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
• აღსანიშნავია, რომ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა და 177.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
• 2020 წლის იანვარში ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო არა ევროკავშირსა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ზრდით, არამედ სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდით, განსაკუთრებით - 15-ჯერ გაიზარდა ექსპორტის მოცულობა ჩინეთში და 44.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა (ჩინეთში ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო სპილენძის მადნების და კონცენტრანტების ექსპორტის ზრდით).
• ქვეყნების მიხედვით ექსპორტის მოცულობა ასევე გაიზარდა აზერბაიჯანში (27.6%-ით), ბულგარეთში (2-ჯერ მეტად), უკრაინასა (22.3%-ით) და შვეიცარიაში (74.0%-ით).
• 2020 წლის იანვარში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების (97.8%-ით), სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (16.1%-ით), ძვირფასი ლითონის მადნების (წინა წელს არ განხორციელებულა ექსპორტი და 2020 წლის იანვარში განხორციელდა 16.0 მლნ. აშშ. დოლარის ექსპორტი), აზოტოვანი სასუქების (31.5%-ით), სპირტიანი სასმელების (22.9%-ით) და ოქროს (25.9%-ით) ექსპორტი.
• შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8 პროცენტით ნაკლები იყო წინა წლის მაჩვენებელზე და 9 063.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მხოლოდ კითხვის დასმის შემთხვევაში:
• რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის შემცირებას (ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შემცირდა 24.7%-ით და 44.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი შემცირდა 5.0%-ით და 119.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა). რეალურად, ექსპორტის საერთო მოცულობა გაზრდილია, ხოლო ბაზრების დივერსიფიკაციის გამო, ის კონკრეტულ ქვეყნებში ბუნებრივად შემცირდა.
• ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ა.შ., რაც ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს დროდადრო პროდუქციის ოპტიმალური გადანაწილება თუ ბაზრების ეფექტიანი ჩანაცვლება (აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის) მეტი მოგების და შემოსავლის მისაღებად თავისუფლად მოახდინონ.