From : tariel ishkhneli <tishkhneli@ssa.gov.ge>
To : gtsotskolauri@moh.gov.ge; tmeliqidze@yahoo.com; lgogodze@ssa.gov.ge
Subject : 2020 წლის მედიკამენტების შესყიდვის მეორე ეტაპის ბაზრის კვლევა
Cc : kchkhartishvili@ssa.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge
Received On : 15.05.2020 12:42
Attachments :

მოგესალმებით კოლეგებო,
 
ქალბატონო თამარ,
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის/სამკუნალო საშუალებების შესყიდვას  „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების ფარგლებში, თქვენდამი დაქვემდებარებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მიერ, ფარმაცევტულ პროდუქტზე/სამკუნალო საშუალებაზე წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტაცია კი ყოველი შესყიდვისათვის, ინდივიადუალურად თითოეული ტენდერის გამოცხადებამდე წარედგინება სატენდორო კომისიას, რომლის დამტკიცებაც ხდება სატენდერო კომისიის №1 ოქმით.
 
საჭიროებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე ეკონომიკური დეპარტამენტი იწყებს ბაზრის კვლევის პროცედურებს, ზემოაღნიშნული, წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
 
თანდართულ Excel ფაილში ასახულია თითოეული ფარმაცევტული პროდუქტისთვის/სამკუნალო საშუალებისთვის ის მოთხოვნები რაც გადმოგზავნილი იქნა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მიერ და რომლის საფუძველზე იგეგმება ბაზრის კვლევა.
 
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაგვიდასტუროთ, მისაღებია თუა არა ფაილში მითითებული, ფარმაცევტული პროდუქტის/სამკუნალო საშუალების მოთხოვნები: ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვა.
    
განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი შენიშვნები წარმოგვიდგინოთ ეკონომიკურ დეპარტამენტს, რათა დროულად მოვახდინოთ ბაზრის კვლევის პროცედურების დაწყება.