From : სამინისტროები ოცნება <saministroebi.ocneba@gmail.com>
To : zbokhua@moh.gov.ge; Gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject : 25 ოქტომბერის ღონისძიება
Cc : Tedo Isakadze <isakadzetedo@gmail.com>; sofo tsignadze <stsignadze@yahoo.com>
Received On : 24.10.2018 09:19

მოგესალმებით,

ა/წ 25 ოქტომბერს,14:00 საათზე, თბილისში,სპორტი სასახლეში, გაიმართება „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრების დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები სპორტის სასახლის შენობაში უნდა შემოვიდნენ მორკინალის მხრიდან არსებული შემოსასვლელიდან. მათ შორის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ მინისტრის მომსახურე ავტომანქანა, რაც შეეხება დანარჩენ მოწვეულ სტუმრებს მათი ავტომონქანების პარკირებას უზრუნველყოფენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია ოპერატიულად გადასცეთ ქვემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს:

1.  დავით სერგეენკო;

2.  გიორგი წოწკოლაური;

3.  მაია ლაგვილავა;

4. თამარ ბარკალაია;

5.   გიგა გიორგაძე.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მიღება.

გმადლობთ