| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | dsergeenko@moh.gov.ge; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; tgabunia@moh.gov.ge; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge; tmodebadze@ssa.gov.ge |
| Subject : | 29 მარტი - "საქართველო თამბაქოს გარეშე" დღე |
| Cc : | Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge> |
| Received On : | 26.03.2019 14:28 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
ძვირფასო კოლეგებო,
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ
29 მარტის „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
წელს „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღის თემაა
„განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“
შეხვედრაზე მიმოვიხილავთ თამბაქოს კონტროლის მდგომარეობას 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე და განვიხილავთ თამბაქოს კონტროლის
2019 – 2023 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებს.
ასევე მოხდება 112-ის მობილურ აპლიკაციაში დამატებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაცია.
შეხვედრაზე წარმოვადგენთ ვიდეოს და საფუძველს ჩავუყრით მოძრაობას „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“. მსურველებს საშუალება
ექნებათ გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში და დაადასტურონ ბანერზე ხელმოწერით.
ღონისძიება ტარდება პარასკევს,
29 მარტს, 11:00 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში,
დარბაზში „გერგეთი“ (თელავის ქუჩა 20).
მოწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს
კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოხარულნი ვიქნებით თუ გამონახავთ დროს და დაესწრებით აღნიშნულ ღონისძიებას,
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
ამირან გამყრელიძე