| ||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარეს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს | ||||||||
ბატონო დიმიტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საზოგადოების - შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ შემდგომი მოწყობის პროექტის შემუშავების მიზნით. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მიერ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 პუნქტების გათვალისწინებით, სანებართვო პირობების მოწესრიგების მიზნით, 2013 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე ვადით (ბრძანება №02-1599/ო 14.11.13. და №02–29/ო 14.01.14.), შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში“ დანიშნული იყო ზემოაღნიშნული სააგენტოს წარმომადგენელი. შესაბამისი, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ, სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნა წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული პრობლემები დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“, როგორც პედიატრიული სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ხელშეწყობისა და დაწესებულების შემდგომი მოწყობის პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, დირექტორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონი ჯონდო ჯანაშიას კანდიდატურას (პ/ნ 01005005970, ელ-ფოსტა: prescentri@rambler.ru), რომელსაც ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განესაზღვროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. დანართის სახით წარმოგიდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას.
პატივისცემით,
მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე |