Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030481635402618

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/68311 19 / დეკემბერი / 2018 წ.
2018 წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე მოსაწვევ პარტნიორ ორგანიზაციებს.


მოგესალმებით,

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ტარდება 2018 წლის შემაჯამებელი კონფერენცია.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

ამასთანავე, კონფერენციაზე წარდგენილი იქნება დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში და მოხდება წლის საუკეთესო დამსაქმებლების და საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაციების  გამოვლენა-დაჯილდოება.

კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლებიპარტნიორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

 გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ აღნიშნულ კონფერენციაზე.

კონფერენციის დეტალები:

 თარიღი -21 დეკემბერი, პარასკევი

დაწყების და დასრულების დრო-11:00-15:00 (რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათზე) ლოკაცია-სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისი - „გარდენ ჰოლი“  მის: კოსტავას N 14

(შემოსასვლელი ჭოველიძის ქუჩიდან)

 მოწვეულ სტუმართა რაოდენობა-130-150 ადამიანი

 გთხოვთ, გვაცნობოთ  პასუხი დასწრების შესახებ  20 დეკემბრის 13:00 საათამდე.

 წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

 მოსაწვევი ბარათი  (იხ. დანართი  1)   

დღის წესრიგი         (იხ. დანართი  2 )

 

 კეთილი სურვილებით,

 

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი
მარინა ბეზარაშვილი