მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 11-12-13 დეკემბერს, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა მკურნალობის უწყვეტობის მიზნით და ასევე, ახალ პაციენტთა სამკურნალოდ, იგეგმება, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების დარიგება ქ.თბილისსა და რეგიონებში განლაგებულ სამედიცინო დაწესებულებებში (სულ 39).
2019 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" დასაწყობებულია:
ეპკლუსა - 905 კოლოფი, მოქმედების ვადა 31.07.2021წ
ჰარვონი - 174 კოლოფი, მოქმედების ვადა 31.07.2021წ
ხოლო შპს "მედფარმა პლუსში" ინახება:
100 343 აბი რიბავირინი.
მოქმედების ვადა: 01.04.2020 - 18 218 აბი; (იგეგმება 13 140 აბის გამოტანა/განაწილება)
01.09.2021 - 82125 აბი;
გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ლოჯისტიკური ღონისძიების (დარიგების) განხორციელების შემდგომ, საწყობში სრულად იქნება ამოწურული მედიკამენტ ეპკლუსას მარაგი. მედიკამენტების შემდგომი მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 25 დეკემბერს.
რაც შეეეხება მედიკამენტ ჰარვონს, საწყობში რეზერვად რჩება 103 კოლოფი, რომლის გახარჯვა განხორციელდება პირველი გენოტიპის მქონე პაციენტებზე, მხოლოდ რამოდენიმე დაწესებულებაში, C ჰეპატიტის მართვის სამმართველოსთან შეთანხმებით.
პატივისცემით,
თამარ კავთელაძე
C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი
სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო