From : Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>
To : mhcount@gmail.com; irakli.gvazava@respublikuri.ge; levan.gopodze@respublikuri.ge; irina.gvazava@respublikuri.ge
Subject : COVID -19 ხელშეკ.
Cc : gtsotskolauri@moh.gov.ge; gchavchavadze@moh.gov.ge; tmeliqidze@yahoo.com; eadamia@moh.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; mgurabanidze@ssa.gov.ge
Received On : 24.03.2020 10:17

             
           მოგესალმებით,
           როგორც თქვენთვის ცნობილია,2020 წლის 17 მარტის საქართველოს მთვარობის N 176 დადგენილების დანართი 20.1 მესამე მუხლით განისაზღვრა შესაძლო შემთხვევვების სამედიცინო მეთვალყურეობის კომპონენტი (პუნქტი ბ).
ამასთან, აღნიშნული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 150 ლარისა.
      ამავე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მესამე პუნქტის დ-ს შესაბამისად (გამარტივებული).
ასევე ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის N 545 განკარგულების შესაბამისად, განისაზღვრა სამი სამედიცინო დაწესებულება :
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;
სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა,
რომლებსაც საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID -19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის დაევალა გარკვეული სერვისების განხორციელება , მათ შორის:
კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ აღნიშნული მომსახურებისთვის (კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა) თქვენს დაწესებულებებში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობა,  ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების განსაზღვის მიზნით.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ უმოკლეს ვადაში.
პატივისცემით,
მაგდა ნასყიდაშვილი

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი
მობილური: (+995) 99 09 39 10
ელ–ფოსტა: MNaskidashvili@ssa.gov.ge