მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია,2020 წლის 17 მარტის საქართველოს მთვარობის N 176 დადგენილების დანართი 20.1 მესამე მუხლით განისაზღვრა საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურების კომპონენტი (პუნქტი ა.ა).
ამასთან, აღნიშნული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 150 ლარისა.
ამავე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მესამე პუნქტის დ-ს შესაბამისად (გამარტივებული).
ასევე ცნობილია, რომ ახალი კორონა ვირუსის (COVID - 1 9) გავრცელების შესამცირებლად კონტაქტირებულ პირთა იზოლაცია ში ( კარანტინი) მოთავსებისა და მა თი მომსა ხურე ბის უზრუნვ ელყო ფ ის მიზ ნით გა სატარე ბელ ღონისძიე ბა თა შე სა ხე ბ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის N № 01-111/ო ბ რ ძ ა ნ ე ბის შესაბამისად, განისაზღვრა შემდეგი დაწესებულებები :
ა) ა(ა)იპ ,,დოსტაქარი'';
ბ) შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრი‘‘;
გ) შპს ,,ვივამედი";
დ) სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი'' - ს ბავშვთა განყოფილება;
ე) გონიოს სასტუმრო შპს ,,დაელანი“.
რომლებმაც საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID -19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციის მიზნით უნდა უზრუნველყონ კარანტინში განთავსებულ პირთა მომსახურება.
ამასთან გაცნობებთ, რომ შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრთან” რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ აღნიშნული მომსახურებისთვის (საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება) თქვენს დაწესებულებებში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობა, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების განსაზღვის მიზნით.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ უმოკლეს ვადაში.