| From : | Nino Shubitidze <NShubitidze@sao.ge> |
| To : | Besik Datukishvili (bdatukishvili@ssa.gov.ge) <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| Subject : | FW: აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია |
| Cc : | gtsotskolauri@moh.gov.ge; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge |
| Received On : | 22.10.2019 08:20 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 წლებში განხორციელებულ შესყიდვებზე (იგულისმხება როგორც მედიკამენტების, ასევე
ლოგისტიკური მომსახურების შესყიდვა) გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრისა მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
Ø
შესყიდვების განხორციელების საფუძვლები. კერძოდ, ინიცირების დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შესყიდვა;
Ø
ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების საფუძვლები (მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება);
Ø
ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მიმწოდებლებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
ხოლო არაუგვიანეს მიმდინარე წლის 29 ოქტობრისა მოგვაწოდეთ შემდეგი:
Ø
მედიკამენტების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად, საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდება
ხდება ეტაპობრივად შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ მიმწოდებლებისათვის გაგზავნილი აღნიშნული წერილები.
ასევე შეგახსენებთ, რომ მოსაწოდებელი გაქვთ სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის (ბაზრის კვლევის) დამადასტურებელი დოკუმენტები. გთხოვთ, მოგვაწოდოთ დროულად.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
ნინო შუბითიძე
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან დედოფლის გამზირი N96
მობ: +995 577 20 20 29
ელ.ფოსტა:
nshubitidze@sao.ge
From: Nino Shubitidze
Sent: Tuesday, October 15, 2019 15:03
To: Besik Datukishvili (bdatukishvili@ssa.gov.ge)
Subject:
სალამი ბატონო ბესო,
გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ოქტომბრისა მოგვაწოდეთ 2017-2018 წლებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული შესყიდვების (თითოეულზე) სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის საფუძვლები (ბაზრის კვლევები და სხვ.)
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით, ნინო