პატივისცემით,
ზაზა ბოხუა
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მინირტრის პირველი მოადგილე
-----Original Message-----
From: Natia Khmaladze
Sent: 2 November, 2018 14:52
To: Zaza Bokhua ; Maia Lagvilava ; a.gamkrelidze@ncdc.ge; Mariam Darakhvelidze ; tpirvelashvili@moh.gov.ge; Natia Nogaideli
Cc: David Sergeenko ; Tamar Barkalaia ; Shorena Okropiridze
Subject: Re: თამბაქოს ადმინისტრირება
მოგესალმებით კოლეგებო,
წინასწარი ინფორმაციით შსს- ს არ უნდა ამ ფუნქციის წაღება (ჩვენც ბევრი საქმე გვაქვსო).
საჭიროა ხელმძღვანელობის დონეზე კომუნიკაცია (მინისტრის მოადგილე - ნათია მეზვრიშვილი არის საქმისკურსში ამ თემასთან დაკავშირებით).
გთხოვთ თქვენს ჩართულობას.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
________________________________________
From: Zaza Bokhua
Sent: Tuesday, October 30, 2018 5:25 PM
To: Natia Khmaladze; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; Mariam Darakhvelidze; tpirvelashvili@moh.gov.ge; Natia Nogaideli
Cc: David Sergeenko; Tamar Barkalaia; Shorena Okropiridze
Subject: RE: თამბაქოს ადმინისტრირება
ნათია მოგესალმებით!
ვინაიდან ბატონმა დავითმა მოგვცა თანხმობა და ამის შესაბამისად ჩვენი გუშინდელი შეხვედრისა და გადაწყვეტილების შემდეგ, მე უკვე გავაგზავნე ფინანსთა სამინისტროში და აწი თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში.
პატივისცემით,
ზაზა ბოხუა
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მინირტრის პირველი მოადგილე
-----Original Message-----
From: Natia Khmaladze
Sent: 30 October, 2018 12:54
To: Zaza Bokhua ; Maia Lagvilava ; a.gamkrelidze@ncdc.ge; Mariam Darakhvelidze ; tpirvelashvili@moh.gov.ge; Natia Nogaideli
Cc: David Sergeenko ; Tamar Barkalaia ; Shorena Okropiridze
Subject: თამბაქოს ადმინისტრირება
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ კომიტეტი განიხილავს ცვლილებების პაკეტს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით.
მოცემული პაკეტის შეთანხმების პროცესში, რეგულირების სააგენტომ დააყენა ჩვენი სამინისტროსთვის განკუთვნილი მუხლების ადმინისტრირების საკითხი. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ დღეს არსებული რედაქციით სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება შემდეგი მუხლების ადმინისტრირება:
1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; 2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ყოველი წლის 31 მაისამდე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა; 3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს; 4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა – 5. თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა (სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში).
გადასაწყვეტი საკითხი:
1. პირველ და მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით - (რეალიზაციის წესების დარღვევა, შეფუთვა-მარკირების და შემცველობის კონტროლი) - რეგულირების სააგენტოს მოსაზრებაა, რომ ეს არ წარმოადგენს აღნიშნული სააგენტოს კომპეტენციას და ზოგადად, დამატებით უნდა შეფასდეს სამინისტროს უფლებამოსილება ამ კუთხით (კერძოდ, რამდენად არის თამბაქოს კოლოფის დიზაინი და მასზე არსებული წარწერების კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს პროფილი, ასევე თამბაქოს შემცველობის კონტროლი). იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის დროს თამბაქოს შეფუთვა მარკირებას, და რეალიზაციის ტექნიკურ პირობებს (გათავსება და ა.შ.) უყურებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მიზანშეწონილია ამ უწყებამვე გააკონტროლოს შიდა მოხმარების ბაზარზე არსებული თამბაქოს შესაბამისობა როგორც შეფუთვა მარკირების, ისე შემცვლობის კუთხით; 2. მე-5 ნაწილთან დაკავშირებით კი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში არ უნდა იყოს გამონაკლისის სახით. კერძოდ, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვროს შინაგან საქმეთა სამინისტრო (პატრული), მსგავსად სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, კინოთეატრებისა, რესტორნებისა და ა.შ., ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროში შემოსულ შეტყობინებაზე, რომ რომელიღაც რაიონში მოქალაქე ეწევა სამედიცინო დაწესებულებაში - რეაგირებას ვერ მოახდენს რეგულირების სააგენტო, მას არ ჰყავს ტერიტორიული ორგანოები, ვერ მოახდესნ პირის იდენტიფიცირებას, და დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, იგი უნდა ექვემდებარებოდეს მყისიერ რეაგირებას, რაც შეუძლებელს ხდის ამ ფუნქციის ეფექტურ შესრულებას რეგულირების სააგენტროს მხრიდან. ამასთან, მას არ გააჩნია არც პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნული საკითხი, ასევე იყო გაჟღერებული თავად კომიტეტის სხდომაზეც, რაზედაც კომიტეტს აქვს მზაობა, იმ შემთხვევაში თუ მოხდება უწყებებს შორის (ფინანსები, ჯანდაცვა და შსს) შეთანხმება, მოახდინოს ამ ფუნქციების გადანაწილება მის მიერ უკვე დაყენებული ინიციატივის ფარგლებში.
ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი ცვლილებების პროექტი, და თუ იქნება ეს მიდგომა გაზიარებული ხელმძღვანელობის დონეზე, უნდა მოხდეს მოცემული საკითხზე სხვა უწყებებთან შეთანხმების მიღწევა, რათა შემდგომ სამთავრობო უწყებების ერთიანი შეთანხმებული პროექტი მიეწოდოს კომიტეტს არსებულ ინიციატივაში ინტეგრირებისთვის. ამასთანავე, საკითხი მოითხოვს დროულ რეაგირებას, რომ კომიტეტის ინიციატივაში გაერთიანდეს.
გთხოვთ შემდგომ მითითებებს.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე