From : natia chitanava <nchitanava@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : FW: თვითმმართველობის კომიტეტი
Received On : 27.01.2020 12:26
Attachments :

 

 

From: Tamar Kalandarishvili
Sent: Monday, January 27, 2020 4:14 AM
To: natia chitanava ; n.rosebashvili@mrdi.gov.ge; nmetreveli@justice.gov.ge; k.gabunia@mrdi.gov.ge
Subject:
თვითმმართველობის კომიტეტი

 

როგორც მოგეხსენებათ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოში ადამიანების სათანადო  საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საქართველოში ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ ვითარებას და იმას, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 31 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი მოსმენა, სადაც მოვუსმენთ ამ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს. სხდომას დაესწრებიან ის სამთავრობო უწყებები, რომელთა ჩართვა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.

 

არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილნი იქნებიან

 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

 

 

 

პატივისცემით,

თამარ კალანდარიშვილი