From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : FW: კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად შეხვედრა
Cc : Besarion Simonishvili <bsimonishvili@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <DKaikatsishvili@moh.gov.ge>; Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge>; natia chitanava <nchitanava@moh.gov.ge>; tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>
Received On : 15.01.2020 15:14
Attachments :

ბატონო გიორგი, მოგესალმებით,

 

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 3-4 თებერვალს დაგეგმილია ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის საქართველოში, რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვება.

 

აღნიშნული მიზნით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ხვდებიან სხვადასხვა საახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და   სოციალური  დაცვის   სამინისტროს. წინა წლებში შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, რომელიც დელეგაციის წევრებს აწვდიდა ინფორმაციას დევნილთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ განხორციელებული აქტივობების თაობაზე.

 

შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური, თუმცა შესაძლებელია, თარჯიმნის მოთხოვნა.

 

გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიცია შეხვედრაზე (3 ან 4 თებერვალი) თქვენს დასწრებასთან დაკავშირებით ან გამოყოთ შესაბამისი წარმომადგენელი, რომელიც დელეგაციას წარუდგენს ანგარიშს დევნილთა მიმართულებით 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე (ბოლო შეხვედრა გაიმართა 2019 წლის სექტემბერში) განხორციელებული აქტივობების თაობაზე.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0802)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge

 

 

 

From: Nino Balavadze
Sent: Tuesday, January 14, 2020 5:47 PM
To: Maia Nikoleishvili i@moh.gov.ge>
Subject: კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად შეხვედრა

 

მაია, როგორც შევთანხმდით, გაცნობებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წელიწადში ორჯერ აქვეყნებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ასევე ხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და   სოციალური  დაცვის   სამინისტროდან ხვდება ხოლმე მინისტრის მოადგილე. (აქამდე ხვდებოდა გრიგოლ გიორგაძე).

როგორც წესი, ევროპის საბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე, ბატონი დანიილ ხოშაბო და ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკური მრჩეველი,  ბატონი მარსელ კაპი, ასევე თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი კრისტიან ურსე.

შეხვედრა არის ორმხრივი და გრძელდება მაქსიმუმ 45 წუთს.

ამ ეტაპზე ევროპის საბჭოს დელეგაცია ვიზიტის თარიღად გვთავაზობს 3-4 თებერვალს. მოგვიანებით დაგიკავშირდებით შეხვედრის დეტალებზე - რიცხვზე, საათზე და სხვა.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ნინო

 

 

ნინო ბალავაძე

 

პირველი მდივანი

ევროპის საბჭოს სამმართველო

საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Tel: 2945000 ext: 18-12

Mob.: +995 599 80 15 97

 

P Please consider your environmental responsibility before printing this e-mail