| From : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: მე-13 სხდომის მასალა |
| Received On : | 31.03.2020 12:08 |
| Attachments : |
მე-13 სხდომის მასალა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედ კომისიაზე განაცხადები განხილულ იქნეს ნაწილ-ნაწილ მცირე მოცულობით, მხოლოდ სასწრაფო- გადაუდებელი შემთხვევების და არსებული რეგულაციებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, კერძოდ:
- ჰერცეპტინით მკურნალობა
-გულის თანდაყოლილი მანკები- სასწრაფო- გადაუდებელი და ჩატარებული სერვისები;
-უცხოეთში მკურნალობა- მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც უკვე იმყოფებიან საზღვარგარეთ
- ქირურგიული, მ. შ. კარდიოქირურგიული სერვისები- მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვის უშუალო საფრთხის არსებობისას.
-მედიკამენტების მოთხოვნა - სტატუსის და დიაგნოზის გათვალისწინებით.
17/03/2020-31/03/2020წ. მდგომარეობით, მიმართვების ადმინისტრირების მოდულში დარეგისტრირებულია 1413 განაცხადი კომისიაზე განსახილველად. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01-68/ო 27/02/2020წ. ბრძანების N2 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად, დაფინანსების რეკომენდაცია გაეწია 762 განაცხადს. აქედან, დღევანდელ სხდომაზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხილულ იქნეს :
1. -გულის თანდაყოლილი მანკები- სასწრაფო- გადაუდებელი და ჩატარებული სერვისები - 12 შემთხვევა;
- ჰერცეპტინი -62 შემთხვევა;
- საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები პირები- 56 შემთხვევა.
2. შპს ,,საოჯახო მედიცინის ცენტრი"-ს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 20 დეკემბრის N01-441/ო ბრძანების თანახმად, 25/12/2019წ.-31/12/2019წ. პერიოდში განხორციელებული სერვისების ღირებულება -2616,16 ლარი.
სულ სხდომის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 405514,6ლ