| From : | Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge> |
| To : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; avtandiltalakvadze@gmail.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; tmelikidze@ssa.gov.ge; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; chogovadzegeorge@gmail.com; mmaghlaferidze@moh.gov.ge; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: რეკომენდაციები |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 05.06.2020 17:01 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სამინისტრო მუშაობს სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციების შემუშავებაზე. პროცესში აქტიურად ვართ ჩართული მე და ქალბატონი მარინე ბაიდაური.
როგორც იცით, ორი დღის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, სადაც შევჯერდით, რომ გამოვაგზავნიდით ძირითად რეკომენდაციებს, რომლის დანერგვაც გვინდა სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში:
1. სამინისტროს შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, რომელიც პერიოდულად იქნება გაჯერებული შესაბამისი სადეზინფექციო სითხით;
2. შესასვლელში თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ვინაიდან ადამიანთა დიდი ოდენობით შემოსვლა/გასვლა ხდება სამინისტროს ტერიტორიაზე, რეკომენდირებულია ეს პროცესი განხორციელდეს ვიდეოდანადგარის მეშვეობით, რომელიც ცხელების დაფიქსირების შემთვევაში არ მისცემს პიროვნებას დაშვების შესაძლებლობას;
3. საერთო სარგებლობის სივრცეებში განთავსებული უნდა იყოს ხელის სადეზინფექციო საშუალებები;
4. საერთო სარგებლობის სივრცეებში უნდა იყოს განთავსებული სტიკერები, შესაბამისი სავალდებულო დისტანციის უზრუნველსაყოფად;
5. საერთო სარგებლობის სივრცეებში (ლიფტი,დერეფანი) სავალდებულოა ნიღბის ტარება;
6. სველი წერტილების დასუფთავებისა და ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავება უნდა განხორციელდეს ინტენსიურად. ამასთანავე სველ წერტილებში რეკომენდირებულია თხევადი საპნისა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცებით უზრუნველყოფა;
7. დახურულ სივრცეებში უნდა ხდებოდეს ბუნებრივი ვენტილაცია. ხელოვნური ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს გარე სივრციდან ჰაერის შემოტანა გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით, ასევე უნდა ხორციელდებოდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.
8. საერთო სარგებლობის სივრცეებში უნდა გამოიკრას ინფორმაცია COVID-19- თან დაკავშირებით, ხოლო სველ წერტილებში - უსაფრთოდ ხელის დაბანის ინსტრუქციები.
9. დამატებით კარგი იქნება თუ მოხერხდება ლიფტის ღილაკებზე სენსორების დამონტაჟება. საქართველოში დაიწყეს წარმოება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში და დეტალებს გაგიზიარებთ მოგვიანებით.
10. დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი; სპეც-ფორმა; ხალათი სრული სახელოებით; სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი); დახურული სპეც-ფეხსაცმელი.
11. ლიფტებში უნდა დაწესდეს შეზღუდვები პირთა რაოდენობაზე. ფართობიდან გამომდინარე უნდა დაწესდეს ინდივიდუალური მოთხოვნები.
12. მოხელეებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ არ გამოცხადნენ სამსახურში ცხელების და/ან რესპირატორული ინფექციის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში, მიზეზის გარკვევამდე.
13. ყველა თანამშრომელმა უზრუნველყოს საკუთარი სამუშაო სივრცის (მაგიდა, კომპიუტერი, ტელეფონი) დასუფთავება სველი წესით ხშირად.
14. საერთო სარგებლობის სივრცეებში უნდა იყოს დახურული კონტეინერი (სასურველია ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი.
ასევე, როგორც მოგეხსენებათ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა საჯარო და იურიდიულ პირს აქვს შრომის უსაფრთოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება. გთხოვთ აღნიშნული მიიღოთ მხედველობაში.
პატივისცემით
ბექა ფერაძე / Beka Peradze
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის. 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144
ტელ. +995 (032) 251 00 11 (14 22)
მობ.: +995 (577) 50 66 50