From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : itabatadze@ssa.gov.ge; lcherkezishvili@ssa.gov.ge
Subject : FW: 2019 წლის 4 სექტემბრის #04/46944 წერილის თაობაზე (პრინტერების შესყიდვა)
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge
Received On : 12.09.2019 06:33

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან შემოსულ ინფორმაციას, პრინტერების შესყიდვის თაობაზე.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: print 2019 spa gov ge [mailto:print2019@spa.gov.ge]
Sent: Wednesday, September 11, 2019 16:24
To: bdatukishvili@ssa.gov.ge
Subject: 2019
წლის 4 სექტემბრის #04/46944 წერილის თაობაზე.

 

თქვენი 2019 წლის 4 სექტემბრის #04/46944 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000038) სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სტანდარტული პრინტერებისა და არანაკლებ მათი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე მათთვის განკუთვნილი ორიგინალი ტონერიანი კარტრიჯების შესყიდვა განახორციელონ კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით. ზემოაღნიშნული პირობა გამომდინარებს პრინტერების საგარანტიო პირობიდან კერძოდ: მიმწოდებელი უფლებამოსილია არ გაავრცელოს საგარანტიო პირობები იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდულ პრინტერში გამოიყენებს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდულ კარტრიჯებს (მათ შორის არაორიგინალს, დატენილს ან თავსებადს).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სატენდერო კომისია მიზანშეოწნილად მიიჩნევს, მოგცეთ რეკომენდაცია კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდული პრინტერებისათვის განკუთვნილი კარტრიჯები შეისყიდოთ იმავე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, რათა ისარგებლოთ საგარანტიო პირობებით.

​