| From : | Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა / Steering Committee meeting |
| Received On : | 20.11.2018 08:33 |
| Attachments : |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
ბატონ გრიგოლ გიორგაძის დავალებით, გიფორვარდებთ დევნილთა საკითხებზე სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ მოსაწვევ მეილს, რომელიც გუშინ დაეგზავნა მინისტრის მოადგილეებს, ასევე სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციას.
English will follow
პატივცემულო კოლეგებო,
გიწვევთ დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, 10:00 საათზე, სამინისტროს შენობაში (თამარაშვილის 15ა), VI სართულზე, სათათბირო ოთახში.
დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები გახლავთ:
განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილია თანდართული ფაილების სახით. რამოდენიმე დღეში მოგაწვდით 2018-2019 წლების დევნილთა სამოქმედო გეგმის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშს.
შეხვედრის დროს ქართულ/ინგლისური ენის თარჯიმნის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ 2018 წლის 30 ნოემბრამდე. გთხოვთ ასევე გვაცნობოთ, თუ გსურთ მიმაგრებული დოკუმენტაცია მიიღოთ ინგლისურ ენაზე.
სამოქმედო გეგმის პროექტის აქტივობების შესახებ კომენტარების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, წერილობით მოგვაწოდოთ 2018 წლის 30 ნოემბრამდე.
დიდი მადლობა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
Dear Colleagues,
We would like to invite you to the Steering Committee meeting, which oversees implementation of the 2017-2018 Action Plan for implementation of the State Strategy on IDPs. The meeting will take place on December 6, 2018, at 10:00 a.m., at the Ministry building (15a Tamarashvili str.), 6th floor, meeting room.
Following topics will be examined during the meeting:
Documentation related to the above mentioned topics are attached and the report of the three quarters of 2018-2019 IDP action plan will be provided in the coming days.
It you need assistance of an English/Georgian interpreter during the meeting, please let us know by November 30. If you’d like to be provided the attached documentation in English, please let us know.
Should you have any comments related to the activities foreseen by the draft IDP Action Plans, please let us know in writing by November 30, 2018.
Thank you very much for constructive cooperation.
With regards,