From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Received On : 06.09.2019 18:08

ბატონო გიორგი,  

 

მოგესალმებით.    

 

ა.წ. 21 აგვისტოს მოგმართეთ წერილით, თუ რა მდგომარეობაშია მოლაპარაკება ბ-ნ პაატა კურტანიძესთან ჩვენი ცენტრის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ასევე უშედეგოდ ვცდილობდით თქვენთან ტელეფონით დაკავშირებას.

 

ამჟამად ცენტრის შენობების დაუყოვნებლივ დაცლას არ გვთხოვენ, მაგრამ არც დარჩენაზეა თანხმობა. ასეთი სიტუაცია ჩვენთვის ძალიან დისკომფორტულია, კერძოდ ვერ ვახერხებთ (ნებას არ გვაძლევენ) ავამოქმედოთ ე.წ. „ემერჯენსი“, რომელიც თითქმის მზადაა გასახსნელად და მის აღჭურვილობაზეც სერიოზული თანხები დაიხარჯა, ვერ მოგვაქვს სამინისტროს მიერ ჩვენთვის შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფი და ისევ გვიწევს მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფების ტარება მთელ ქალაქში, ვერ ვახერხებთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბოქსირებული კორპუსის გარემონტებას, უფრო მეტიც - ელემენტარული და გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ნებასაც კი არ გვაძლევენ და ბევრი სხვ. სათანადო სერვისების არქონის მომიზეზებით ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახური უარს აცხადებს ჩვენთნ ავადმყოფების მოყვანაზე, მაშინაც კი, როდესაც თავად ავადმყოფები ითხოვენ ამას. ყველაფერ ამას ემატება ის, რომ არ ვიცით რა პერსპექტივა გვაქვს და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს უახლოეს მომავალში. ძალიან სერიოზული უკმაყოფილება და აგრესიაა ავადმყოფების და ჟურნალისტების მხრივ, ცუდი და ადამიანის ღირსების შემლახავი პირობების გამო და ეს აგრესია მთლიანად ჩვენზე ტყდება, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ, რომ ეს ყველაფერი შპს „ავერსი-ფარმას“ და სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის ბრალია.

 

ასეთ პირობებში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია, მითუმეტეს, ცენტრის წინაშე მდგარი ძალიან სერიოზული ამოცანების და ავადმყოფების ძალიან მძიმე და პრეტენზიული კონტინგენტის პირობებში.

 

ვთხოვთ სამინისტროს ხელმძღვანელობას შესაძლოდ მოკლე ვადაში გაარკვიოს სჭირდება, თუ არა სახელმწიფოს ჩვენი ცენტრი და არსებობს თუ არა პერსპექტივა ბ-ნ პაატასთან მიღწეულ იქნას შეთანხმება, რომელიც რაღაც მინიმალურად ნორმალურ პირობებში მუშაობის გარანტიას მოგვცემს. თუ ასეთი პერსპექტივა არ არის, მაშინ სჯობს პირდაპირ გვითხრან.  

 

ბ-ნო გიორგი! ჩვენ ვიცით თქვენი პირადი პოზიცია და დიდად ვაფასებთ მას, მაგრამ ჩვენი ყოფა და საქმიანობა სულ უფრო გაუსაძლისი ხდება და ასე დიდხანს ვერ გავძლებთ. ამიტომ მადლობელი ვიქნებით, თუ უმოკლეს დროში გვაცნობებთ თუ რა სიტუაციია და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს.    

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე

 

P.S. თქვენი შეხედულებისამებრ ეს წერილი შეგიძლიათ გააცნოთ ქალბატონ მინისტრს, ან ნებისმიერ სხვა პირს, ვისაც საჭიროდ ჩათვლით. 


---------- Forwarded message ---------
From: Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Date: Wed, Aug 21, 2019 at 11:57 PM
Subject: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>


ბატონო გიორგი,   

 

მოგესალმებით.

 

გვაინტერესებს რა მდგომარეობაშია მოლაპარაკება ბ-ნ პაატა კურტანიძესთან ჩვენი ცენტრის სტატუსთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ საკითხი რაღაცნაირად დაკონსერვებულია. ანუ, ჩვენს მიერ ტერიტორიის და შენობა-ნაგებობების დაუყოვნებლივ დაცლის საკითხი ისე მწვავედ არ დგას, მაგრამ არც ჩვენს დარჩენაზე არ არის თანხმობა. ასეთი სიტუაცია ჩვენთვის ძალიან დისკომფორტულია, ვინაიდან ბ-ნი პაატა ელემენტარული და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ნებასაც არ გვაძლევს, ვერ ვახერხებთ ავამოქმედოთ ე.წ. „ემერჯენსი“, რომელიც თითქმის მზადაა გასახსნელად და მისთვის საჭირო აღჭურვილობაც დასაწყობებული გვაქვს, სამინისტროს მიერ ჩვენთვის შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის ჩვენთან განთავსებას ვერ ვახერხებთ და იგი სამინისტროშია დასაწყობებული და ბევრი სხვა. არაფერს ვამბობ ისეთ სერიოზულ საქმეზე, როგორიცაა ბოქსირებული კორპუსის რემონტი. ყველაფერ ამას ემატება ის, რომ არ ვიცით რა პერსპექტივა გვაქვს და რისი იმედი შეიძება გვქონდეს უახლოეს მომავალში.

 

მადლობელი ვიქნებით, თუ გვაცნობებთ რა მდგომარეობაა ზემოთაღნიშნულ პრობლემებზე, ან თუ საჭიროდ ჩათვლით მზად ვარ შეგხვდეთ ნებისმიერ დროს.  

 

ბატონო გიორგი. ცალკე გვინდა მოგმართოთ ჩვენი მთავარი სათხოვარით. თუ ჩვენი დარჩენის საკითხი დადებითად გადაწყდება, მაქსიმალურად დაგვეხმაროთ, რათა ბოქსირებული განყოფილებების კორპუსში შევძლოთ რემონტის გაკეთება, რასაც როგორც ადრე მოგწერეთ, დაახლოებით 400 ათასი ლარი სჭირდება. საქმე იმაშია, რომ როგორც იცით, სხვა კოსპურსებში გასულ წელს მთავრობის ნებართვით და ჩვენი სახსრებით კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ და მხოლოდ ეს კორპუსია დარჩენილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რაც მუდმივ უკმაყოფილებას და აგრესიას იწვევს პაციენტების მხრიდან და ძალიან გვიჭირს ამ აგრესიის შეკავება. არადა, სწორედ ეს კორპუსი ემსახურება ავადმყოფების ყველაზე სერიოზულ კონტინგენტს - აივ/შიდსით ავადმყოფებს და მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს.

 

ბატონო გიორგი. ჩვენ ვგრძნობთ პირადად თქვენს მხარდაჭერას, დიდად ვაფასებთ მას  და დარწმუნებული ვართ მის გულწრფელობაში. ცენტრის მთელი კოლექტივი (და პაციენტებიც) საშვილიშვილოდ თქვენი მადლიერი ვიქნებით, თუ შესძლებთ დაგვეხმაროთ ბოქსირებული კორპუსის გარემონტებაში (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი დარჩენის საკითხი დადებითად გადაწყდება).  

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე