2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება. ახალი პრინციპის თანახმად, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები:
1. კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს პრინციპი - რაც უფრო დიდია ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროცენტულად მით უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს პაციენტი? რატომ შეირჩა ეს პრინციპი სამინისტროს მიერ? კონკრეტულ მაგალითზე რომ გვიჩვენოთ, რა იცვლება
ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ანაზღაურების მხრივ?
2. ახალი სტანდარტის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო გეგმავს თუ არა თანხების დაზოგვას - თუ პირიქით, გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება?
3. როდის იგეგმება მორიგი ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვაში? მიდის თუ არა სისტემა იქითკენ, რომ გარკვეული შემოსავლების მქონე მოქალაქეებს მეტად „უბიძგოთ,“ რომ კერძო დაზღვეაში ჩაერთონ?
ასევე, უკეთ გასაგებად გთხოვთ მოიყვანოთ მაგალითები.